დინამიკური ფოტოგრაფიის ოსტატი არტურ ელგორტი ლეგენდარული ფოტოგრაფია, რომელმაც 70-იან წლებში მოდის ფოტოგრაფია გადაატრიალა. შეცვალა ის ხედვა, რომ მოდელები სტუდიის მიუწვდომელი მანეკენები არიან და აქცენტი მხოლოდ მათ ტანსაცმელზე უნდა კეთდებოდეს. მან მოდის ფოტოგრაფიას დოკუმენტური ელემენტები შესძინა, მოდელები სტუდიებიდან გამოიყვანა და ისინი ბევრად ბუნებრივები და ნამდვილები გახადა.
არტური 1940 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, Hunter College-ში ფერწერის შესწავლა გადაწყვიტა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ამ საქმიანობაში თავს კარგად ვერ გრძნობდა და თავის გამოცდა სცადა ფოტოგრაფიაში, რამაც გაამართლა.
არტურმა კარიერა შვედ ფოტოგრაფ Gösta "Gus" Peterson-თან ასისტენტობით დაიწყო.
მისი დებიუტი 1971 წელს ბრიტანულ Vogue-ში შედგა, მისმა Snapshot სტილმა და ბუნებრივმა განათებამ ყურადღება მიიპყრო და სენსაცია გამოიწვია, ამას შემდგომში მოდის ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოჰყვა. არტურს მალევე შესთავაზეს თანამშრომლობა ისეთმა პრესტიჟულმა ჟურნალებმა, როგორებიცაა: Vogue-ის ამერიკული, ფრანგული და იტალიური გამოცემები, GQ, Interview, Life და Rolling stone.
ხშირად არტურს მოიხსენიებენ, როგორც “ნამდვილ ნიუიორკელს”, რადგან ის ყოველთვის იყო გატაცებული ჯაზით - მისი ერთ-ერთი წიგნის სახელწოდებაა Jazz. ასევე, მისი წიგნის, Ballet-ის გამოცემა იგეგმება 2020 წლის 26 მაისს. წიგნი შთაგონებულია მისი სიყვარულით ბალეტისადმი. ფოტოხელოვანის ინსპირაციაც სწორედ ეს ორი დინამიკური ხელოვნებაა.
არტურის ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილან 90-იანი წლების სუპერმოდელები - ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა, ქეით მოსსი, გრეის კოდინტგონი და სხვა მრავალი. აღსანიშნავია, რომ მას ყველა მოდელთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არტურის ფოტოებში ყოველთვის ბუნებრივად და კომფორტულად გამოიყურებიან.
არტურს სუპერმოდელებთან ერთად არაერთხელ შეუქმნია დაუვიწყარი მომენტი. ნახეთ მის ცამეტი საკულტო ფოტო 80-90-იანი წლებიდან:
დაწერე კომენტარი