დედამიწის დღის დაარსების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით Burberry ახალი, გარემოსდაცვითი ინიციატივით გამოდის და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მისი პროდუქტი უფრო მდგრადი და ეკომეგობრული გახადოს.
ბრიტანეთის მემკვიდრეობითი ლეიბლი აქვეყნებს ReBurberry Edit-ს, რომელშიც 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან 26 ლუქის შეცვლილი ვერსია იქნება წარმოდგენილი, ყველა მათგანი დამზადებულია უფრო მდგრადი მასალისგან. ეკომეგობრულ კოლექციაში ბრენდი, კლასიკურ Burberry Trench Coat-თან ერთად, შემოგთავაზებთ: სხვადასხვანაირ ლაბადებს, საწვიმარ ქურთუკებს და აქსესუარებს, რომლებიც სამრეწველო პლასტმასისა და გადამუშავებული მასალებისგან შეიქმნა.
მეტი გამჭირვალობისთვის ბრენდი მომხმარებელს შეფუთვის ახალ ფორმასაც სთავაზობს, რაც მათ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის პროდუქტის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ფისტას ფერის ეტიკეტი, რომელიც მოთავსებული იქნება ტანსაცმელში, მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი გარემოსდაცვით კრიტერიუმებს.
დაწერე კომენტარი