დაცარიელებულ ქუჩებსა და მეტროებს ვხვდებით The Rolling Stones-ის ახალ კლიპში - Living In A Ghost Town, რომელიც 2012 წლის შემდეგ პირველი ორიგინალი სიმღერაა ბენდის შესრულებით (2016 წლის გამოშვებული Blue & Lonesome ქავერ ალბომია).
მიკ ჯაგერმა განაცხადა, რომ ბენდი კარანტინამდეც მუშაობდა ალბომზე. ახალი სინგლი ყველაზე მეტად ერგება შექმნილ მდგომარეობას და ამიტომ იზოლაციაში დაამუშავეს, რათა მძიმე ტექსტი შეერბილებინათ, და შემდგომ გამოუშვეს.
ბევრი სხვა არტისტის მსგავსად, The Rolling Stones-მა 2020 წლის ტურნე პანდემიის გამო გადადო და ამ დროს ახალ ალბომზე სამუშაოდ იყენებს.
დაწერე კომენტარი