ღია ფერის „მოხარშული“ ჯინსები, მოკლე მაისურები, გრანჟის სტილის აქსესუარები, წვრილად დახვეული თმა... დიახ, ეს გლამურული 90-იანებია. დღეს კი წარმოგიდგენთ ამ ათწლეულის ყველაზე გამორჩეულ 51 მომენტს მოდაში.
1.გვენ სტეფანი
მომღერალი თავისი პანკ-როკის სტილით იყო ცნობილი, რომელსაც სპეციფიკური გლამურული ხელწერა დაჰყვებოდა. სურათში გვენი 1998 წლის MTV Video Music Awards-ზეა, სადაც სახის სამკაულებისა და ლურჯი ფერის თმასთან ერთად ცისფერი ბიკინიც აცვია.
2.ლილ კიმი
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი MTV Video Music Awards-დან: კიმი მოშიშვლებული მკერდით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. მისი იისფერი პარიკი ნამდვილად კარგად ეხამებოდა კომბინეზონს, რომელიც რეპერის მკერდის მხოლოდ ერთ ნაწილს ფარავდა.
3.ქეით მოსი და ნაომი კემპბელი
90-იანი წლების სუპერმოდელების წყვილი. ფოტო 1991 წლის ლონდონის მოდის კვირეულზეა გადაღებული, სადაც მოსი და კემპბელი ხელიხელჩაკიდებულნი ტოვებენ ერთ-ერთ ივენთს.
4. აალია
აალიასთვის ქუჩის სტილი იქამდე ცნობილი იყო, სანამ ეს ტერმინი მოდის სამყაროში გამოჩნდებოდა. წარმოგიდგენთ ფოტოს 1997 წლის ერთ-ერთი კონცერტიდან, სადაც მომღერალს Tommy Hilfiger-ის ყვითელი სპორტული სამოსი აცვია.
5. დონატელა ვერსაჩე და ჯენიფერ ლოპესი
დონატელასა და ჯენიფერის მეგობრობა ბევრ წელს ითვლის. პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც სელებრითებს 90-იანების Versace-ს ბზინვარე მეტალური კაბები აცვიათ, კარგად წარმოაჩენს იმდროინდელ მაღალ მოდას.
6. კრისტი ტარლინგტონი
ასევე, 90-იანების სტილს ძალიან კარგად გვაჩვენებს ამერიკელი მოდელისა და კინორეჟისორის - კრისტი ტურლინგტონის ფოტოც Versace-ში.
7.ჯანეტ ჯექსონი
მომღერლისა და The Poetic Justice-ის ვარსკვლავის - ჯანეტ ჯექსონის მაშინდელი ჩაცმის სტილი ნამდვილად კლასიკური 90-იანების ნათელი მაგალითია. სადა, გრძელმკლავიანი მაისური ღრმად ამოჭრილი დეკოლტეთი, მაღალწელიანი ჯინსითა და გაბერილი კეპით 30 წლის წინანდელი დროის ნოსტალგიას გვიქმნის.
8.მერი ჯეი ბლაიჯი
მერი ჯეი ბლაიჯი ლეოპარდის პრინტებით, მუქი მზის სათვალითა და ველვეტის ხელთათმანებით. ეს არის მისი 1996 წლის სამოსი Grammy-ის დაჯილდოებიდან.
9. მაიკლ ჯექსონი და მადონა
1991 წელი, პოპის მეფე და დედოფალი The Oscars-ის 63-ე დაჯილდოებაზე. მადონას უბრეტელო თვალისმომჭრელი კაბა, ბეწვის მოსაცმელითა და ჰარი ვინსტონის სამკაულით, ისევე როგორც მაიკლის ბზინვარე პიჯაკი, თავისი ცნობილი ხელთათმანებით ნამდვილად გლამურულ, ჰოლივუდურ, საკულტო წყვილს გვიქმნის.
10. ჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსი 1990 წლის Golden Globe-ის დაჯილდოებაზე დიდი ზომის „მამაკაცის ტანისამოსით“ გამოჩნდა. მიზეზად ფილმ Pretty Woman-ის კაბების მრავალფეროვნება დაასახელა, რომელიც მისთვის შემაძრწუნებელი იყო.
11. ტონი ბრექსტონი
რთულია დავივიწყოთ ტონი ბრექსტონის მუცლის პრესიც. წარმოგიდგენთ 1990 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც მომღერლის ჩაცმულობა ნამდვილად დასამახსოვრებელია. მისი ბზინვარე კაბა ძალიან კარგად ეხამება ცალმკლავიან ზედასა და მცირე ზომის ხელჩანთას.
12. მერაია ქერი
მერაია ქერიმ 1997 წელს MTV Video Music Awards-ის წითელი ხალიჩა ნამდვილად დაიპყრო. მისი მოკლე, შავი „ტოპი“, შავ, ღრმად ჩახსნილ კაბასთან, დღემდე ინსპირაციის წყაროა.
13. ფრენ დრეშერი
სერიალ The Nanny-ის ვარსკვლავი ფრენ დრეშერი ყოველთვის ახერხებდა ერთი შეხედვით შეუსაბამო ნივთების ერთმანეთთან შეთავსებას. მაგალითად, მისი თეთრი კაბა და ყვავილებიანი თავსაბურავი. იხილეთ ფოტო.
14. ტია და ტამერა მაურიები
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი - დები მაურიები 90-იანების Hollywood-ის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. კომბინეზონებითა და „პანამა“ ქუდებით დაწყებული, კლასიკური თეთრი აბრეშუმის კაბებით დასრულებული, ისინი ყველაფერს შესანიშნავად ირგებდნენ.
15. ლიზა ბონე
უკვე ყველასათვის ცნობილია ის, რომ ლიზა ბონეს ქალიშვილი ზოი კრავიცი დედამისის ნამდვილი ახალგაზრდა ვერსიაა. თუმცა, ვერც ბონეს ნამდვილად გამორჩეულ ახალგაზრდობას დავივიწყებთ. 90-იანებში ლიზა თავისუფალი სულითა და ბოჰემური სტილით იყო ცნობილი. მისი ტანისამოსი მისივე არტისტული ხედვის გამოხატულებად ითვლებოდა.
16. ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი
ფოტო ლოს-ანჯელესშია გადაღებული, სადაც პაპარაცებმა 90-იანების ყველასათვის საყვარელი წყვილი ჯინსებითა და ერთმანეთის მსგავსი თეთრი პერანგებით შეამჩნიეს.
17. დრიუ ბერიმორი
დრიუ მაშინდელი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვალვია, რომელიც ცნობილი იყო თავისი თავისუფალი სტილით. მსახიობს ფოტოში წელჩანთა უკეთია, რომელიც დაფარულია სიტყვით - „Fuck”. ვფიქრობ, ეს ნათლად წარმოაჩენს მის დამოკიდებულებას ხალხის კრიტიკაზე.
18. მენდი მური
ფოტო 90-იანების ბოლოსაა გადაღებული. მსახიობი და მომღერალი მენდი მური მინიმალისტური სტილის ტანისამოსით ჩნდებოდა კამერის წინ. მაგალითად, თავისი სადა მაისურებით, ჯინსებითა და წვრილი ჯაჭვის ქამრებით.
19. მადონა
90-იან წლებს ისე ვერ გავიხსენებთ მადონა ორჯერ მაინც თუ არ ვახსენეთ. იგი არის მაშინდელი პოპის ნამდვილი ლეგენდა. მისი ცნობილი ბიუსტჰალტერი, რომელიც ჟან-პოლ გოტიემ 1990 წლის Blond Ambition მსოფლიო ტურისთვის შექმნა, არაერთი სელებრითის კოსტიუმის ინსპირაციის წყარო გამხდარა.
20. ალისია სილვერსტოუნი
გრძელმკლავიანი მაისურები, გრძელი, მუხლსქვემო სიგრძის კაბებით - ეს ალისია სილვერსტოუნია იქამდე, სანამ ფილმი Clueless 90-იანების მოდას „შტურმით აიღებდა“. მსახიობზე ასევე შეიძლება ითქვას, რომ მისი სტილი ნამდვილად მაქსიმალურ კომფორტზე იყო გათვლილი.
21. ქლოი სევინი
საკულტო ფილმ Kids-ის გამოსვლიდან ქლოი ყოველთვის ცნობილი იყო ვინტაჟური მოდის მიმართ დიდი სიყვარულით. ახლა კი იგი მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი პირველი სელებრითი, ვინც ხელი შეუწყო მოდაში „ქუჩის სტილის“ დამკვიდრებას.
22. უინონა რაიდერი
90-იანების დასაწყისში მისი როლები ყველასათვის საყვარელ ფილმებში, Edward Scissorhands-სა და Reality Bites-ში ნამდვილად დასამახსოვრებელია. ივენთებზე წითელი ტუჩსაცხითა და შავი ტანისამოსით გამოჩენა მალევე იქცა მსახიობის ერთგვარ ხელწერად.
23. უინონა რაიდერი და ჯონი დეპი
არსებობს მიზეზი, რის გამოც ჯონი დეპისა და უინონა რაიდერის წყვილით მოდის სამყარო დღემდეა შეპყრობილი. დიახ, რაიდერს ნამდვილად ჰქონდა 90-იანებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გემოვნება, თუმცა მაშინდელი მისი პარტნიორი ჯონი დეპი, მას არც არაფრით ჩამოუვარდებოდა. ისინი მოდაში გოთური სტილის დეფინიციები გახდნენ.
24. კორტნი ლავი და კურტ კობეინი
სიეტლის გრანჟის მეფე-დედოფალი - კურტი და კორტნი - არც მეტი, არც ნაკლები, 90-იანი წლების მოდის ყველაზე გავლენიანი წყვილია. მათ დაამკვიდრეს მთლიანი გრანჟის სტილი - ზედმეტად დიდი სამოსით, გაშლილ-აწეწილი თმით, მუქი მაკიაჟითა და თოჯინის ტანსაცმლით.
25. ლივ ტაილერი
ამერიკელი მსახიობი ლივ ტაილერი ხშირად კამერების წინ სექსუალურად ჩნდებოდა. თუმცა, თავისუფალ სტილზე, მოკლე კაბებსა და მაისურებზეც უარს არ ამბობდა. იხილეთ ფოტო.
26. პრინცესა დაიანა
პრინცესა დაიანას მოკლე შავი კაბა, როგორც 90-იანების მოდისთვის, ასევე ბრიტანული სამეფო ოჯახისათვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტანისამოსია. ე.წ. „შურისძიების კაბა“ იყო ნიშანი იმისა, რომ პრინცესას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა ყოფილიყო ის, ვინც მას სურდა, რომ ყოფილიყო.
27. ელიზაბეთ ჰერლი და ჰიუ გრანტი
ფოტო ჰიუ გრანტის ფილმის პრემიერის შემდეგ ლონდონშია გადაღებული, სადაც ელიზაბეთს ქინძისთავებიანი კაბა ეცვა. ამ ღამის შემდეგ არაერთ სელებრითს უცდია მსგავსი ტანისამოსის მორგება, რომელთა შორის ირინა შეიკიც არის.
28. პრინცესა დაიანა
კიდევ ერთი პრინცესა დაიანას დასამახსოვრებელი მომენტი. იგი ნამდვილად უსწრებდა თავის დროს. ველოსიპედის შორტები, დიდი ზომის პულოვერთან ერთად დღემდე ძალიან აქტუალურია მოდის სამყაროში. აღსანიშნავია ისიც, რომ Brirish Vogue-ისთვის ჰეილი ბიბერმა ამ ტანსაცმლის მორგება სცადა.
29. კეიტი ჰოლმსი და ჯეიმს ვენ დერ ბიკი
წარმოგიდგენთ სერიალ Dawson's Creek-ის სამსახიობო ჯგუფის წევრებს -ჯეიმს ვენ დერ ბიკსა და კეიტ ჰოლმსს. ფოტოდან კეიტის თეთრი კაბა მის ყვავილებიან ხელჩანთასთან ერთად ნამდვილად დასამახსოვრებელია.
30. სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი - საკულტო სერიალის, Sex and the City-ს მსახიობი. ფოტო გადაღებულია წითელ ხალიჩაზე შოუს გამოსვლამდე სამი წლით ადრე, სადაც მსხიობი ვარდისფერ ბუმბულიან კაბაშია გამოწყობილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი პერსონაჟი, ქერი ბრედშოუ, არაერთი მაშინდელი ტრენდის სულისჩამდგმელია.
31. ჯენიფერ ენისტონი და მეთიუ პერი
შეუძლებელია 90-იანი წლების სურათს ვქმნიდეთ და არ ვახსენოთ ყველასათვის საყვარელი სერიალი - Friends. წარმოგიდგენთ ჯენიფერ ენისტონისა და მეთიუ პერის 1995 წლის ფოტოს 47-ე Emmy Awards-ზე. სურათში ხედავთ ჯენიფერ ენისტონს, რომელიც სწორ, შავ კაბას, სამკაულებიან, გრძელ, აბრეშუმის ხელთათმანებთან ერთად ატარებს. მას გვერდით მეთიუ უდგას, რომელსაც ასევე შავი, 90-იანების კლასიკური პიჯაკი აცვია.
32. The Spice Girls
ჯგუფი The Spice Girls შუა 90-ებში გამოჩნდა. მათი ჩაცმულობა ძალიან მყვირალა და თვალშისაცემი იყო. ჯგუფის სახელს არაერთი ისეთი პოპულარული ტრენდი უკავშირდება, როგორებიცაა: პლატფორმები, სხეულის ბრჭყვიალები და ა.შ.
33. ჰალი ბერი
გემოვნებიანი ჰალი ბერი 1998 წლის Emmy Awards-ის 50-ე დაჯილდოებაზე. მისი იისფერი მაქმანებიანი კაბა და ღია ფერის მზის სათვალე სხვადასხვა არტისტების შთაგონების წყაროდ არაერთხელ ქცეულა.
34. ჯონი დეპი და ქეით მოსი
ვაინონას შემდეგ, ჯონი დეპისა და ქეით მოსის წყვილმა ბევრი აალაპარაკა. წარმოგიდგენთ ფოტოს, რომელიც 1995 წელს ლოს-ანჯელესში, წითელ ხალიჩაზეა გადაღებული. წყვილის ტანისამოსი მათი მაღალი მოდის შეგრძნებაზე ნამდვილად კარგად უსვამს ხაზს.
35. ქეით მოსი და ჯონი დეპი
წყვილის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი. ქეითის გრძელი ქურთუკი და მისი მაღალყელიანი ტყავის ფეხსაცმელი კარგად წარმოგვიჩენს მაშინდელ მოდას.
36. სარა ჯესიკა პარკერი
ფოტო 49-ე Tony Awards-ის დაჯილდოებიდან, სადაც სარა ჯესიკა პარკერის აბრეშუმისა და გამჭირვალე ნაჭრის სამოსი თითოეული გოგონას ოცნების კაბაა.
37. ბრედ პიტი და გვინეთ ქეით პელტროუ
ეს არის 90-იანების ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი წყვილი. დაშორებამდე ისინი ხშირად იცვამდნენ ერთმანეთის მსგავსად. მაგალითად, ორივეს უყვარდა მინიმალიზმი ტანსაცმელში, თუმცა ხანდახან გრანჟის სტილსაც კარგად ირგებდნენ.
38. უინონა რაიდერი და კლერ დენესი
ასევე დასამახსოვრებელია ვაინონა რაიდერისა და კლერ დენესის წყვილი 1996 წლის Fire and Ice Ball-ზე, ლოს-ანჯელესში. მათი თმის სტილი, ე.წ. Pixie Cuts, 90-იანებში ძალიან პოპულარული იყო.
39. სარა ჯესიკა პარკერი
კვლავ სარა ჯესიკა პარკერი. 90-იანებში მას ნამდვილად ჰქონდა უნარი მოერგო ტანსაცმელი ისე, როგორც არავის. სურათში პარკერს ე.წ. შიშველი კაბის თავდაპირველი ვერსია აცვია.
40. მერი-ქეით და ეშლი ოლსენი
მიუხედავად მათი ასაკისა, დები ოსლსენები 90-იანების მოდის ნამდვილი სიმბოლოები იყვნენ. სურათში ხედავთ დებს წითელ ხალიჩაზე, სადაც ერთმანეთის მსგავსი სათვალეებითა და მონოქრომული ტანისამოსით, ნამდვილად ფავორიტები იყვნენ.
41. ნიკოლ კიდმანი
ბრეტელები, შალის მოსაცმელი, თმა... ნიკოლ კიდმანი 90-იანების მაღალი მოდის ნამდვილი ხატია. ფოტო გადაღებულია American Film Institute-ის დაჯილდოებაზე, მელბურნში.
42. Destiny's Child
საიდუმლო არაა, რომ Destiny's Child თავიანთ კოსტიუმებს საგულდაგულოდ არჩევდა. ფოტო გადაღებულია ლონდონის აკვარიუმთან, სადაც გოგონებს ერთნაირი ნაჭრისგან შეკერილი ტანისამოსი აცვიათ.
43. ქირსტენ დანსტი
ისეთ ფილმებამდე, როგორებიცაა Bring It On და Spider-man, ქირსტენ დანსტი, მაინც ახერხებდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. იხილეთ 1998 წელს ლოს-ანჯელესში, Environmental Media Awards-ზე გადაღებულ ფოტო, სადაც ქირსტენს დახვეწილი, შავი, ყვავილებიანი კაბა, ე.წ. მერი ჯეინსებთან ერთად აცვია.
44. ჯეიდა პინქეთ სმითი
1998 წელი. ორსული ჯეიდა პინქეთ სმითი ფილმ Woo-ს პრემიერაზე, სადაც პატარა მზის სათვალესთან ერთად, შავი სპორტული კომბინეზონი და თეთრი გამჭირვალე პერანგი აცვია. იხ. ფოტო.
45. ბრიტნი სპირსი
გვიან 90-იანებში გამოჩნდა ახალი პოპ-სიმბოლო - ბრიტნი სპირსი, რომელმაც ნამდვილად დიდი გავლენა იქონია როგორც მაშინდელ მოდაზე, ასევე პოპ-კულტურაზეც. მაგ: დაბალწელიანი ჯინსები, ჭიპის პირსინგები, ბრეტელებიანი მაისურები და ა.შ.
46. ნაომი კემპბელი და ქეით მოსი
Versace-ს ბრილიანტებითა და მეტალური კაბებით შემოსილი სუპერმოდელები ნაომი და ქეითი 90-იანების სამოდელო სამყაროში მართლაც წინა ფლანგზე არიან.
47. TLC
როდესაც TLC პირველად გამოჩნდა, მათი სიყვარულით მსოფლიომ „საღი აზრი დაკარგა“. გოგონების ბანდად მიჩნეულმა ჯგუფმა თავიანთი სტილი ზედმეტად დიდი ზომის მაისურებში, სპორტულ ტანსაცმელსა და მოკლე ტოპებში გამოკვეთა.
48. ნაომი კემპბელი
დეკადის ბოლოს ნაომი კემპბელი ლონდონში, UNICEF-ის წვეულებაზე თავისი კაშკაშა ყვითელი კაბით, მუქი ვარდისფერი ფესაცმლითა და თეთრი ჩანთით წარდგა. იხილეთ ფოტო.
49. გვენ სტეფანი
მხოლოდ როკ ბენდ No Doubt-ის სოლისტ გვენ სტეფანის შეეძლო თავისი პანკური სტილით ფეხსაცმელებისა და თმის ფერის ერთმანეთთან შეხამება. იხილეთ ფოტო.
50. კამერონ დიასი
ასევე, დასამახსოვრებელი მომენტი იყო კამერონ დიასის სადა კაბა პატარა ხელჩანთით 1999 წლის, Golden Globe-ის დაჯილდოებაზე.
51. ტაირა ბენქსი
საბოლოოდ კი, ამ თემაზე საუბრისას, 1999 წლის ESPY Awards-ზე” ტაირა ბენქსის “ყვავილოვანი” კაბა, ვარდებიანი თმის სამაგრებითა და ყვავილებიანი ფეხსაცმლით, აუცილებლად აღსანიშნავია.
დაწერე კომენტარი