Hammock Magazine-ისა და თიბისი სტატუსის თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება. ამ სამწლიანი ურთიერთობის ფარგლებში ჩვენი მკითხველი კულტურის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით არაერთ ძალიან საინტერესო ვიდეოს თუ სტატიას გაეცნო. თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით Hammock თიბისი სტატუსთან ერთად ისეთ მასშტაბურ მუსიკალურ თუ სახელოვნებო ღონისძიებებს აშუქებდა, როგორებიცაა შავი ზღვის ჯაზფესტივალი, თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ვენეციის ბიენალე. ჟურნალი Hammock პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ხელოვნების ეს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ვენეციის ბიენალე - პირდაპირ რეჟიმში ვენეციიდან გააშუქა. ახლა, როცა გასაგები მიზეზების გამო ყველა ფესტივალმა და ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, Hammock-ისა და თიბისი სტატუსის თანამშრომლობაც სრულიად განსხვავებული ფორმატით გრძელდება. იმისათვის, რომ ახალი რეალობა და ეს კრიზისული პერიოდი კვლავაც საინტერესოდ, შემეცნებითად და რაც მთავარია, შთამაგონებლად გაატაროთ, ჩვენი თანამშრომლობით პერიოდულად ახალ, თქვენთვის საინტერესო რუბრიკებს, სპეციალურ პროექტებს და ქართველი ხელოვანების შემოქმედების ონლაინ რეტროსპექტივებს შემოგთავაზებთ.
რეკომენდაცია
ახლა, როცა ყველა სახლში ვართ, საკმარისზე მეტი გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩვენთვის საინტერესო ადამიანების რჩევით ახალი ფილმები, წიგნები, ნამუშევრები თუ მუსიკა აღმოვაჩინოთ. ამ რუბრიკაში სწორედ რეკომენდაციებს მივიღებთ იმის შესახებ, თუ რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ ან რას მოვუსმინოთ, რათა თვითიზოლაციის პერიოდი საინტერესოდ და ნაყოფიერად გავატაროთ.
ერთი ნამუშევრის ისტორია
ამ რუბრიკით Hammock Magazine-ის მკითხველი უკვე გაეცნო ენდი უორჰოლის "კემპბელის წვნიანის ქილებისა" და აი ვეივეის" მზესუმზირის მარცვლების" ისტორიას. ამიერიდან თიბისი სტატუსთან ერთად ჩვენს რუბრიკას ყველასთვის კარგად ცნობილი ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც შეემატება. "ერთი ნამუშევრის ისტორია" სულ მალე ქეთი კაპანაძის, მამუკა ჯაფარიძისა თუ სხვა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების საინტერესო ისტორიებს გაგაცნობთ.
სტუმრად სტუდიაში
თანამედროვე ქართველი ხელოვანების კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად ჩვენ მათ პირდაპირ სამუშაო სტუდიაში ვესტუმრებით. ძალიან საინტერესო ინტერვიუების ციკლთან ერთად, შემოგთავაზებთ ფოტოსესიას და Making of ვიდეოს, რომელიც ინტერვიუსა და ფოტოგადაღების პროცესს ასახავს.
სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე x Hammock Magazine
საგანმანათლებლო პლატფორმა სტატუს შეხვედრები, რომელიც პირველად 2019 წელს გამოჩნდა, განახლებული ონლაინ ფორმატით კვლავ აგრძელებს თიბისი სტატუსის მოხმარებლებისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული და საინტერესო ადამიანების შეხვედრათა ციკლს. სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე კი ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობით მალე ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილთან და დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძესთან შეგახვედრებთ.
არქივი
ყოველთვე Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად თანამედროვე ხელოვნების არქივს შექმნის, სადაც აქტუალური თემის ირგვლივ, ჩვენს პარტნიორ სახელოვნებო ორგანიზაციებთან თუ გალერეებთან თანამშრომლობით, საინტერესო ნამუშევრებსა და გამოფენების ამსახველ საარქივო ფოტოდოკუმენტაციასაც შემოგთავაზებთ.
დაწერე კომენტარი