კირსტენ დანსტი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სამსახიობო კარიერა ვუდი ალენის ფილმის, New York Stories-ის ერთ-ერთ ნაწილში, Oedipus Wrecks-ში გამოჩენით დაიწყო.


12 წლისამ საყოველთაო აღიარება მოიპოვ, ფილმში Interview with the Vampire, სადაც ვამპირი კლაუდიას როლი ითამაშა. მსახიობი ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე  იყო წარდგენილი ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. იმავე წელს კირსტი Little Women-სა და Jumanji-ში გამოჩნდა. 


კირსტენ დანსტი განსაკუთრებით ცნობილი გახდა სემ რაიმის ტრილოგიაში, Spider-man-ში გამოჩენის შემდეგ.  მსახიობი მერი ჯეინს განასახიერებს. შემდეგ წლებში მან არაერთი მთავარი როლი შეასრულა, სადაც მაყურებელს თავისი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით დაანახვა. ადრინდელი როლებიდან მოყოლებული დღემდე ის განასახიერებს იმ ქალებს, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებიან და თავიანთ ცხოვრებას ჩარჩოში არ აქცევენ. მსახიობს ყველა ჟანრის მორგება შეუძლია: დრამა, შავი კომედია, საშინელებათა თუ რომანტიკული ჟანრის ფილმები. 

The Beguiled (2017)



The Beguiled კირსტენისა და სოფია კოპოლას მესამე თანამშრომლობაა. ფილმს, კლინტ ისტვუდის 70-იანი წლების ფილმების გადაკეთებულ ვერსიად მიიჩნევენ, თუმცა კოპოლასა და დანსტის თქმით, სინამდვილეში, ფილმი Thomas Cullinan-ის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში დანსტი ხუთი გოგონას მასწავლებელია, რომელიც ცივი ომის შუაგულში  მოულოდნელ სტუმარს გადაეყრება.

Hidden Figures (2016)



2016 წლის ოსკაროსან ბიოგრაფიულ ფილმში, Hidden Figures,  ნაჩვენებია სამი ფერადკანიანი მათემატიკოსი ქალბატონის ისტორია, , რომლებიც ნასაში იწყებენ მუშაობას. კირსტენ დანსტი ქალის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, თუმცა თითოეულ სცენას დამატებით ემპათიას მატებს.

Fargo (2014)



ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ტელესერიალი Fargo-ს  (გადაღებულია ძმები კოენების ფილმის, Fargo-ს მიხედვით) მეორე სეზონი საუკეთესოა, დანსტისა და მისი რეალური პარტნიორის, ჯესი პლემონის დამსახურებით. Fargo ამტკიცებს, რომ ადამიანის მორალსა და შურისძიებას მომაჯადოებელი იერსახე აქვს და გამონაკლისი არც მეორე ნაწილია. აქ კი დანსტი განსაკუთრებულია. 

Melancholia (2011)



ლარს ფონ ტრიერის შედევრში, Melancholia, მსახიობი განასახიერებს კრიზისში მყოფი ქალის, ჯასტინის სახეს. ასევე, ქალი იმ გამანადგურებელი პლანეტის მეტაფორაა, რომელიც  დედამიწას უახლოვდება. “ცხოვრება მხოლოდ დედამიწაზეა, და არცთუ ისე დიდხანს”, - ამბობს ჯასტინი. ქალის საუკეთესო როლისთვის მსახიობმა კანის ფესტივალზე ჯილდო მიიღო. 

Marie Antoinette(2006)



ფილმი საფრანგეთის სამარცხვინო და უიღბლო დედოფლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დანსტი განასახიერებს. ფილმი დამანგრეველი, ვნებიანი და ნაკლოვანებებით სავსეა, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი. როგორც ფილმია განსაკუთრებული, ასევე, გამორჩეულია დანსტის როლებიდან დედოფლის სახე.

Eternal Sunshine of The Spotless Mind (2004)



ფილმების, Being John Malkovich-ისა და Adaptation-ის შემდეგ არავის ჰქონდა წარმოდგენა,  სცენარისტი ჩარლი კაუფმანი მომავალში რას შექმნიდა. აღმოჩნდა, რომ მომდევნო პროექტი Eternal Sunshine of the Spotless Mind იყო. მთავარ როლებს ჯიმ ქერი და კეიტ უინსლეტი ასრულებენ, ხოლო კირსტენ დანსტი არაჩვეულებრივად თამაშობს მეორეხარისხოვან როლს. ის განასახირებს ქალს, სახელად მერის, რომელიც სიყვარულის სამკუთხედში ჩაბმული, საკუთარ თავს იპოვის. ფილმი დამაბნეველი, გონების ამრევი და უნიკალურია, ხოლო დანსტი თავისი როლის შესრულებით ფილმს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.დანსტი ასრულებს ამერიკელი ჩოგბურთელის, ლიზი ბრედბურის როლს, რომელიც მიმზიდველ და მიზანდასახულ პერსონაჟს ქმნის. 

Bring It On (2000)



კირსტენ დანსტის კარიერა სრულყოფილი არ იქნებოდა, რომ არა პეიტონ რიდის ფილმი Bring It On. ტორენს შიფმენი (კირსტენ დანსტი) საშუალო სკოლის გულშემატკივართა გუნდის ლიდერია, რომელიც გაიგებს, რომ ყოფილმა ჯგუფის კაპიტანმა გამარჯვების წესები სხვა სპორტული გუნდისგან მოიპარა. 

Drop Dead Gorgeous(1999)



მიუხედავად იმისა, რომ Drop Dead Gorgeous დაბალბიუჯეტიანი ფილმია, მაინც მიიჩნევა დანსტის ერთ-ერთ საუკეთესო როლად. უპატივცემულო სატირა, ჭკვიანი თაღლითობა და საბოლოო ჯამში, ბევრი გართობა - დანსტის მთავარი როლის, ემბერ ეტკინსის დამსახურებაა. 

Dick (1999)


დანსტი და მიშელ უილიამსი თამაშობენ მიმზიდველი, საყვარელი და მხიარული ჰიპების როლს, რომლებიც მუშაობას პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ძაღლის გამსეირნებლად იწყებენ. ფილმში უოტერგეიტის სკანდალი სატირული ხერხით არის გადმოცემული.

The Virgin Suicides (1999)



პირველი ფილმი, რომელშიც კირსტენმა სცენარისტსა და რეჟისორ სოფია კოპოლასთან ითანამშრომლა, წიგნის მიხედვით გადაღებული The Virgin Suicides-ია. დრამატულ და თან ზღაპრულ ამბავში კონსერვატიული და რელიგიური მშობლები თავიანთ შვილებს -  ხუთ დას - მკაცრად ზრდიან. კირსტენი თავის ქალწულ დებს შორის ყველაზე ლამაზი, უცნაური და თან მეამბოხეა. ამ როლს დანსტის ყველაზე გაუგებარ როლად მიიჩნევენ. 

Little women (1994)



გრეტა გერვინგის 1994 წლის ფილმში, Little Women, მსახიობმა პატარა ასაკში დიდებულად აჩვენა ოთხ დას შორის ყველაზე უმცროსი, ცელქი ემი მარჩის სახე, რომელიც წიგნის მიხედვით  საძაგელ ადამიანად მიიჩნეოდა.