ალესანდრო მიკელე გუჩის საოცნებო სამყაროს შექმნითაა ცნობილი. მისი კაშკაშა კამპანიებიდან დაწყებული, ექსტრავაგანტური სანახაობებით დასრულებული, დიზაინერი ხშირად წარმოგვიდგენდა თავის იდეალურ სამყაროს, ბოლო კამპანიაში კი მიკელემ მომხმარებელს ყველაზე სევდიანი და ატოპიური ხედვა შესთავაზა.
2020 წლის შემოდგომის სერიისთვის იტალიურმა სახლმა გადაწყვიტა გადაღება ბუნებაში მოეწყო. ფრიალა კაბებით, 70-იანი წლებით შთაგონებული კოსტიუმებითა და ფერადი ქურთუკებით მოდელები საქანელებზე ქანაობდნენ, ხეებზე დაძვრებოდნენ და ბალახში თამაშობდნენ, მაშინ როდესაც ტყის ბინადრები მათ სიახლოვეს თანაარსებობდნენ.
კამპანია So Deer To Me-ს სათავეში კრისტოფერ საიმონდსი უდგას, ხოლო ფოტოები ალესდერ მაკქელანს ეკუთვნის. ამ კამპანიით Gucci-მ ისეთი სამყაროს ვიზუალიზაცია წარმოგვიდგინა, რომელშიც ადამიანები და ცხოველები მშვიდობიანად თანაარსებობენ. გუჩიმ ეს იდეა The Lion’s Share Fund-ის დახმარებითა და ქველმოქმედებით აამოქმედა, ეს სწორედ ის ფონდია, რომელიც დაუცველ ცხოველებს ეხმარება.
კამპანიის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი