რამდენადაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემია ხელს გვიშლის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, იმდენად, გარკვეული კუთხით, კიდევ უფრო გვათავისუფლებს და ახალი შესაძლებლობებისაკენ გზებსაც გვიხსნის.
1990 წლიდან Walker Art Center-ს, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე ხელოვნების ცენტრადაა მიჩნეული, თავის სივრცეში არაერთი პროექტისთვის უმასპინლია. ახლა კი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ორგანიზაცია საკუთარი არქივიდან ცნობილი რეჟისორების მასტერკლასების ჩანაწერებს ავრცელებს. ოსკარის მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმის, “პარაზიტის” ავტორი ჯუნ ჰო ბონგის, ლეოს კარაქსი, აგნეს ვარდა, სპაიკ ლი და სხვები ის რეჟისორები არიან, რომელთა მასტერკლასების ნახვა აი აქ შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი