რადგან პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გადაიდო, მსოფლიოს 20-ზე მეტმა კინოფესტივალმა გადაწყვიტა, რომ ფილმები Youtube-ის მეშვეობით გააშუქონ.

We Are One: A Global Film Festival 29 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და კანის, სანდენსის, ტრიბეკას, ვენეციის, ტორონტოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებს მოიცავს.

10-დღიან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები, ასევე გაიმართება მუსიკის, კომედიისა და პანელის დისკუსიებიც. პროგრამული დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ მაყურებლებს საშუალება ექნებათ გადარიცხონ ფული კორონავირუსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა შექმნილი.


ორშაბათს, 27 აპრილს, კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა პიერ ლესკურმა და რეჟისორმა ტიერი ფრემაქსმა ერთობლივად განაცხადეს, - „ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუერთდებით  პარტნიორ ფესტივალებს, რათა სამყაროს ვაჩვენოთ თავიანთი არაჩვეულებრივი ფილმები და ნიჭი, რაც აუდიტორიას საშუალებას აძლევს ერთდროულად დააკვირდნენ ნიუანსებსა და შეიცნონ თითოეული ფესტივალის მხატვრული ხასიათი.“

 კინოფესტივალების ჩამონათვალი, რომლებიც ღონისძიების კურატორები იქნებიან:

ანესის საერთაშორისო ანიმაციის კინოფესტივალი

BFI London-ის კინოფესტივალი

გვადალახარას საერთაშორისო კინოფესტივალი

იერუსალიმის კინოფესტივალი

მუმბაის კინოფესტივალი

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი

ლოკარნოს კინოფესტივალი

მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალი

ნიუ-იორკის კინოფესტივალი

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი

სარაევოს კინოფესტივალი

სიდნეისა საერთაშორისო კინოფესტივალი

 ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი“.

ღონისძიების შესახებ მეტის გაგება ამ ბმულზე შეგიძლიათ.