ლარი კლარკის 1995 წლის პროვოკაციული ფილმი - Kids 90-იანი წლების ნიუიორკელი სკეიტერების, თინეიჯერი მეგობრების ცხოვრების სტილის შესახებ გვიამბობს, რომელთა ცხოვრების მთავარ ინტერესს სწორედ სკეიტბორდინგის კულტურა, ნარკოტიკები და ასაკისთვის შეუსაბამო ქუჩის ცხოვრების მიმართ ჰედონისტური დამოკიდებულება წარმოადგენს.
Supreme-ს ლარი კლარკთან არაერთგზის თანამშრომლობა აკავშირებს, მაგალითად: 2005 წლის X-rated Calendar, რომელიც გოგონების ნუდისტურ ფოტოებს აერთიანებს, ასევე 2015 წლის Kids-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული Capsule Collection-იც, რომელიც ფილმის თემატიკითაა შექმნილი. ერთ-ერთი ამგვარი თანამშრომლობის ნაყოფია ფილმ Kids-ში გამოყენებული Supreme-ის ტანისამოსიც, რომლითაც კლარკის სამსახიობო გუნდი იყო შემოსილი.
ფილმმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პოპკულტურაზე და თავის დროზე საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. დღეს კი ბრენდი Supreme შესაძლებლობას გვაძლევს გავიხსენოთ შუა 90-იანების ქუჩის სტილი და სკეიტკულტურის ის დიდი საკულტო სცენები, რომლებიც ფილმშია წარმოდგენილი.
Kids-ის თრეილერი:
დაწერე კომენტარი