ხელოვნებაში სენსაციურობა არც ისე მარტივი მისაღწევია, თუმცა არსებულმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ არაერთ არტისტს შესაძლებლობა მისცა თავიანთი ნაშრომები განსხვავებული რაკურსით წარმოედგინათ. გამოჩნდნენ დიზაინერები, რომლებიც სამოსს არაამქვეყნიურ ფორმებს ანიჭებენ. მაგალითად, ინგ გაოს “ცოცხალი სამოსი”, ან სეირენ ცუნოს “პარანორმალური”, სამგანზომილებიანი კაბები. ამ დიზაინერების რიგს მიეკუთვნება და ნამდვილად კარგადაც ერგება ირის ვან ჰერპენიც, რომლის სამოსიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ამოუცნობი და იდუმალი რეალობის ნაწილია.
როტერდამში დამკვიდრებული სტუდია RNDR-მა, ე.წ. შენიღბვის, იგივე The Camouflage-ის პროექტი წარმოადგინა. ის ირის ვან ჰერპენის 2019 წლის Shift Souls-ის კოლექციის კომპიუტერულად, სხვადასხვა კოდებისა და მონაცემების გამოყენებით ხელახალ, ვირტუალურ რეკონსტრუქციას გულისხმობს. ისინი Grubcut-ის ტექნიკით ვიდეომასალაში, ფაქტობრივად, ამცირებენ გამოსახულებას. ამის შემდეგ, დაზიანებული კადრების აღდგენის პრინციპით ავსებენ შესაბამის ადგილებს. შედეგად კი, აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარსს ქმნიან, რომელიც ტექნოლოგიისა და ხელოვნების თანამშრომლობის დიდი პოტენციალის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ექსპერიმენტი მიმდინარე კვლევის ნაწილია, რომელიც ადამიანის მოძრაობასა და ტრაექტორიას, კომპიუტერული ალგორითმებისა და მექანიზმების ცდების საფუძველზე შეისწავლის.
დაწერე კომენტარი