რამდენიმე დღის წინ Criterion Collection-ს უეს ანდერსონის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ დაემატა. ფილმს ბევრი დამატებითი დეტალი ახლავს თან, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული თავად ანდერსონის მიერ გახმოვანებული „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ ანიმაციური ვერსიაა. 



ანიმაცია, რომელიც 25 წუთი გრძელდება, რამდენიმე ნაწილისგან შედგება: Introduction, Washer Woman, Killing of Kovacs, Prison Escape, Gabelmeister’s Peak, Hotel Show-Down. ანიმაციაში ფილმიდან შერჩეული სცენებია წარმოდგენილი, რომლებიც ფილმის სცენარს მიჰყვებიან. ანდერსონის მიერ გახმოვანებული პირველი ნაწილის ნახვა აქვე შეგიძლიათ.


ფილმის Criterion Collection-ისეული გამოცემა 2K ციფრულ ფორმატშია, რომელსაც უეს ანდერსონის, რომან კოპოლას, ჯეფ გოლდბლამისა და სხვათა კომენტარებიც ახლავს. გარდა ამისა, ფილმთან ერთად ნახოთ დოკუმენტური ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ შექმნის შესახებ, ინტერვიუები ფილმში მონაწილე მსახიობებთან და კადრს მიღმა სცენები. 

ფილმის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა და მისი შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.