თავის სახლში შეპატიჟების შემდეგ Banksy დიდ ბრიტანეთში, საუსჰემპტონში მდებარე General Hospital-ში არსებულ ახალ ნამუშევარს საზეიმოდ წარმოგვიდგენს. მის ახალ ხელოვნების ნიმუშს Game Changer ეწოდება და ამით Banksy პატივს მიაგებს ჯანდაცვის მუშაკებს, რადგან  მათი დახმარება ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება.


შავ-თეთრ ნამუშევარზე ნაჩვენებია ბიჭი, რომელიც სათამაშო ექთნით თამაშობს, ხოლო გამოუყენებელი ბეტმენი და სუპერმენი მის გვერდზე, კალათში აწყვია. სათამაშო ექთანს ნიღაბი და მოსასხამი უკეთია, რაც მის ნამდვილ გმირობაზე მიგვანიშნებს.


BBC იუწყება, რომ ნახატი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების მახლობლად კიდია. Benksy-იმ თანამშრომლებისთვის წარწერა დატოვა:  „გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს ეს ცოტათი მაინც გაანათებს ამ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ შავ-თეთრია“.


Game Changer საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება, სანამ მას აუქციონზე არ გაიტანენ. ნამუშევრის გაყიდვის შემდეგ თანხა ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს ქველმოქმედების მიზნით გადაეცემა.


„ის ფაქტი, რომ Banksy-მ სწორედ ჩვენი ჰოსპიტალი აირჩია, დიდი პატივია ჩვენთვის, - თქვა პაულა ჰედმა, საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა, -  ამას საავადმყოფოში ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს, რადგან მათ შეუძლიათ საქმიან ცხოვრებას ერთი წამით მოსწყდნენ და დააფასონ ეს ხელოვნების ნიმუში. ეს ასევე ეჭვგარეშეა, რომ  სტიმულის მომცემი იქნება  ყველასთვის, ვინც ჩვენთან მუშაობს“.