კორონავირუსის გავრცელებამ ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დისტანციის დაცვისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ცალსახაა, რომ სოციალური დისტანცია დროებითია, რადგან ეს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომაც, კრეატიული ადამიანები სახლიდან გამოსვლის დასაჩქარებლად შესაბამისი გზების ძიებაში ატარებენ დროს.


ლოს-ანჯელესში არსებულმა Productive Club-მა პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE - personal protective equipment) დიზაინი შექმნა. ეს არის საცეკვაო კოსტიუმი, სახელწოდებით Micrashell, რომელიც პანდემიის პერიოდში უსაფრთხო სოციალიზაციისთვის არის გათვალისწინებული. 


Micrashell მაღალი ხარისხის მდგრადი ნაჭრისგან უნდა შეიქმნას. ის ვირუსისაგან დამცავი ფარის - ჰაერის ფილტრაციის და სასუნთქი სისტემებითაა აღჭურვილი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კოსტიუმში ხმის უკაბელო სისტემა და დინამიკებია ჩამონტაჟებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მასში შემომავალი ბგერების სიძლიერე, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება DJ-ის, მეგობრებისა თუ გარემოს ხმების რეგულირება.  გარდა ამისა, კოსტიუმი გვთავაზობს დალევის, მოწევისა და გადაღების შესაძლებლობასაც (მასში ჩაყენებული კამერის საშუალებით).


Micrashell-ის დიზაინი შეიქმნა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ნიმუში არსებული გამოწვევებისადმი, რათა ადამიანებმა შეძლონ ინტერაქცია ახლო დისტანციით. ესკიზის მიზანია, დააკმაყოფილოს ღამის ცხოვრების, ლაივ-ღონისძიებების და გასართობი ინდუსტრიის მოთხოვნები. Micrashell არის ვისურსისაგან დამცავი, მარტივად საკონტროლო,  სატარებლად სასიამოვნო, დეზინფექციის ამტანი, კომფორტულად გამოსაყენებელი პირადი დამცავი აღჭურვილობა (PPE), რომელიც შესაძლებელს ხდის სოციალიზაციას დისტანცირების გარეშე.” - წერს Production Club კოსტიუმის შესახებ.



მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ კოსტიუმის ესკიზია შექმნილი და პროდუქციის წარმოება რეალურად არ დაწყებულა, თუმცა, თუკი ვირუსი არ ჩაცხრება და საკარანტინო ღონისძიებები გაგრძელდება, Micrashell მართლაც ძალიან საჭირო ნივთად იქცევა.