რადიო ჯიპას ხელმძღვანელის, გიორგი ჯაბადარის ვლოგი, რომელშიც საინტერესო ადამიანები აქტუალურ სოციალურ, კულტურულ თუ სპორტულ ამბებზე საუბრობენ, შემდეგ ეთერს მუსიკალურ ფესტივალებსა და მის თანხმლებ პროცედურებს უთმობს, თუ როგორ შეცვალა დღევანდელმა რეალობამ მათი გამართვის შესაძლებლობები და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს მუსიკალური ფესტივალების დამფუძნებლები.



გადაცემის სტუმრები ქართული მუსიკალური ფესტივალების დამფუძნებლები არიან, რომლებიც არტისტებთან თანამშრომლობის, მათი მოწვევისა და ზოგადად, ფესტივალების დაგეგმვის პროცესებზე საუბრობენ. გადაცემაში Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი გიორგი კერესელიძე, Tbilisi Open Air-ის თანადამფუძნებელი აჩიკო გულედიანი და წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე იქნებიან მოწვეულები, რომლებიც ისეთ ქართულ მასშტაბურ ფესტივალებზე ისაუბრებენ, როგორებიცაა - Tbilisi Jazz Festival, წინანდლის ფესტივალი, Black Sea Jazz Festival, Jazz & Wine (Kakheti) და Tbilisi Open Air.

გარდა იმისა, რომ გადაცემა დატვირთულია ინფორმაციული და შემეცნებითი ნაწილით, ასევე შესაძლებლობა გექნებათ, მოისმინოთ საინტერესო ისტორიები თქვენს საყვარელ არტისტებზე. რადიო ჯიპას ხელმძღვანელის, გიორგი ჯაბადარის ვლოგის სანახავად თვალი ადევნეთ Hammock Magazine-ის Instagram და Facebook გვერდებს.