სიმონ პორტე ჟაკმუსი 8 წლის იყო, როდესაც ფარდით პირველი კაბა შეკერა და დედას აჩუქა. მას შემდეგ დიზაინერის შთაგონებისა და აღტაცების მთავარი წყარო სწორედ დედამისი გახდა.
ჟაკმუსი მრავალფეროვანი და უჩვეული წარმოდგენებით გამოირჩევა, ამას საზოგადო აუზებსა და დარბაზებში ჩატარებული ჩვენებები მოწმობენ. ის 1990 წლის 16 იანვარს საფრანგეთში, პროვანსში დაიბადა. ფრანგმა დიზაინერმა, რომელიც სახელგანთქმული ბრენდ ჟაკმუსის დაფუძნების შემდეგ გახდა, 2014, 2015 წლებში LVMH-ის დაჯილდოებაზე საპატიო ჯილდოც დაიმსახურა.
18 წლის ასაკში დიზაინერი პარიზში, École Supérieure des Arts et techniques de la Mode-ში გადავიდა სასწავლებლად, მაგრამ ერთ თვეში, დედის გარდაცვალების შემდეგ, სწავლა მიატოვა. ერთი წლის შემდეგ კი ბრენდი ჟაკმუსი შექმნა, რომელიც სინამდვილეში, დედამისის ქალიშვილობის გვარი იყო. “დედაჩემი თბილი და ბავშვური ქალი იყო. სულაც არ სჭირდებოდა ფული, რომ განსაკუთრებული და მომხიბვლელი ყოფილიყო”.
19 წლის ასაკში მან საკუთარი ხაზი შექმნა. მისი კოლექცია ხშირად არის სიურრეალისტური და NSFW(Not Safe For Work). გარდა ამისა, ის იაპონურ ბრენდ Comme des Garçons-ს ხელმძღვანებლობს.
2014 წელს კოლექციის თანხლებით გამოსცა წიგნი La Grande Motte, რომელიც მისი თქმით, 80-იანი წლების ფრანგული ფილმების კლიშეა. ფილმის გმირი, სეირნობს სანაპიროზე, მიირთმევს ნაყინს, თამაშობს ჩოგბურთს და შემდეგ უყვარდება. გოგონა არის იქ, სადაც არის, მაგრამ არ იცის, რატომ არის იქ, სადაც არის. პერსონაჟი დაკარგული და დაბნეულია.
“მე არ ვქმნი კოლექციებს, მე ვყვები ისტორიებს, ამიტომ ყოველთვის ფოკუსირებული ვარ, როგორც ამბავზე, ასევე სამოსზე”, - თქვა ჟაკმუსმა.
დიზაინერის კოლექციებში ბავშვური სულისკვეთება და თავისუფლება იგრძნობა. ხშირად შეხვდებით ასიმეტრიულ დიზაინს, დიდი ზომის სილუეტებს, ექსპერიმენტულ მაკიაჟსა და ფეხშიშველა თუ წელს ზემოთ შიშველ მოდელებს. Le Marais-ში (მარე) დიზაინერს საკუთარი სტუდია - Place Des Vosges აქვს.
ჟაკმუსი სოციალური ქსელებში აქტიურადაა ჩართული. ინსტაგრამგვერდზე, რომელსაც თავად მართავს, თავის სასაცილო და მხიარულ სურათებს ხშირად ათავსებს.
თინეიჯერობის პერიოდში მოდის ბლოგი ჰქონდა შექმნილი, სადაც სურათებს სოციალურ ქსელებში - ფეისბუქსა და თამბლერზე ტვირთავდა.
“სურათების გაზიარებით ყოველთვის ვიყავი შეპყრობილი. სოციალურმა მედიამ მთლიანად შეცვალა ჩემი კარიერა.”
La Bomba ჟაკმუსის უზარმაზარი წარმატება იყო. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მოდელებს ჰულა-ჰუპის ზომის უზარმაზარი ჩალის ქუდები ეხურათ. ბალანსის შენარჩუნებისთვის კი დიზაინერმა მინიატიურული ტყავის ჩანთები შექმნა, გარდა ამისა, ჩვენებაზე მოდელებს უცნაური და შესანიშნავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვათ. კოლექციის ერთგული მომხმარებლები იყვნენ მომღერლები ბიონსე და რიანა, რომლებმაც თითქმის მთლიანი კოლექცია შეიძინეს.
ჟაკმუსმა ათწლიანი შემოქმედება თავის რეგიონში, პროვანსში წარადგინა, სადაც ჩვენება 500- მეტრიან ვარდისფერ ხალიჩაზე გაიმართა.
2019 წლის დიდებულ ჩვენებაზე - Le Coup de Soleil (ნამზეურობა) - დიზაინერმა წარადგინა ქალისა და მამაკაცის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სადაც პასტელის ფერები: ვარდისფერი, ღია ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე და ცისფერი შეარჩია. ასევე, წარმოდგენილი ჰქონდა ყვავილის პრინტიანი სამოსი, ზღვის გრილი ქვედაბოლოები და დიდი ზომის ფართო პიჯაკები.
“კოლექცია არ არის პროვანსის თემაზე, არამედ სხვა ადგილებზე, ყველა იმ ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც არ არიან აქაურები, მაგრამ მე შთამაგონებენ და რომლებიც მაგრად გამოიყურებიან.”
ნაადრევი წარმატება, თავდაჯერებულობასა და თან აღტაცებას ბადებს: “მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, ვიცოდი, რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ამავდროულად, უამრავი აკვიატებული აზრი და ამბავი დამრჩა სათქმელი! ეს ჩემთვის ჯერ მხოლოდ დასაწყისია”. - ამბობს ჟაკმუსი.
დაწერე კომენტარი