ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ელოდო... ამ მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც დროის ფასს გვასწავლის, კომპანია The Body Shop ვებგვერდზე საკუთარი ტანის იოგურტების წარდგენისასაც გვახსენებს. მსუბუქი, ადვილად და სწრაფად შეწოვადი, რა თქმა უნდა, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული გელ-კრემის ტექსტურის დამატენიანებელი საშუალება, რომელიც ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი, თქვენს სხეულს 48 საათის განმავლობაში ჯანსაღ იერს მიანიჭებს.  ამიტომ, თუკი დროის ჩათვლით, ყველა ეს სარგებელი თქვენთვის საჭირო და აუცილებელია, გირჩევთ სხეულის მოვლის რუტინაში აუცილებლად შეიტანოთ The Body Shop-ის ტანის იოგურტები, რომელთა შეძენა ახლა უკვე კომპანიის ქართულ ონლაინმაღაზიაში Facebook-ის გვერდიდან ძალიან მარტივად შეგიძლიათ. 

ბრიტანული ვარდის ტანის იოგურტი


ბრიტანული ვარდის ხაზში, რომლის მთავარ ინგრედიენტს  The Body Shop ჰერტფორშირის სასახლის ფერმიდან იღებს, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო ტექსტურითა და ვარდის არაჩვეულებრივი სურნელით გამოირჩევა, განსაკუთრებულია იმითიც, რომ მისი შემადგენლობა 100%-ით ვეგანურია.

ნუშის რძის ტანის იოგურტი


ესპანეთში ადგილობრივი თემებისგან შეძენილ ორგანულ ნუშის რძეს, თავის მოვლის ბევრ სხვა საშუალებასთან ერთად, "ბოდიშოპი" მთავარ ინგრედიენტად ტანის იოგურტშიც იყენებს. ჩვენი კანისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი E და C  ვიტამინებით გაჯერებული ნუშის რძე,  ამავდროულად,  ანტიოქსიდანტური მოქმედებით გამოირჩევა, წარმატებით ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და სხეულისთვის არაჩვეულებრივ ბუნებრივ დამატენიანებელსაც წარმოადგენს. მისი ყველა ეს თვისება კი, რა თქმა უნდა, "ბოდიშოპის" ნატურალურ იოგურტშიც ბოლომდე შენარჩუნებულია.

მანგოს ტანის იოგურტი


მანგოს The Body Shop-ის პროდუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ალბათ ყველას სმენია ბოდიშოპის ძალიან ცნობილი ტანის კარაქის შესახებ, რომელიც პირველად სწორედ ამ ინგრედიენტით შეიქმნა. თუმცა გარდა სხეულის კარაქისა, ბოდიშოპში  მანგოს ექსტრაქტით გაჯერებულ ტანის იოგურტსაც შეხვდებით, რომელსაც ბევრად უფრო მსუბუქი და სწრაფად შეწოვადი ტექსტურა აქვს და ამასთანავე, ტანის კარაქის მსგავსად სხეულის ინტენსიურად დატენიანებასაც უწყობს ხელს.