NADA-ს ახალი ინიციატივით 2020 წლის 20 მაისიდან ხელოვნების ონლაინ ბაზრობა ჩატარდება. ახალი ინიციატივა ალტერნატიულ, ე.წ. Profit-sharing მოდელს წარმოდგენს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო მსოფლიოს მასშტაბით NADA-ს წევრ და მიწვეულ 200-მდე გალერეას და ამ გალერეების მიერ წარდგენილ ყველა ხელოვანს ფინანსურად თანაბრად დაუჭერს მხარს.
ონლაინ ხელოვნების ბაზრობა - FAIR 21 ივნისამდე გასტანს და საქართველოდან მასში მონაწილეობას გალერეა Project ArtBeat მიიღებს, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ თითო ნამუშევრით თითო ხელოვანს - თამო ჯუღელს, მაია ნავერიანს, ირაკლი ბუგიანსა და მაკა ბათიაშვილს წარმოადგენს.
Maia Naveriani, F. Women Today, 2019, Inkjet Print, Acrylic Paint and Colour Pencil on Synthetic Canvas, 215x136 cm
Irakli Bugiani, Hymn to Horus, 2019, Emulsion, Acrylic and Oil on Canvas, 200x150 cm
Maka Batiashvili, Smile, 2018, Oil on Canvas, 101x155 cm
Tamo Jugeli, Untitled, 2019, Oil on Canvas, 280x280 cm
დაწერე კომენტარი