ეს სწორედ ის დროა, როცა თბილისში ქართველი დიზაინერები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა მასპინძლობდნენ და მიმდინარე კვირაში ისინი 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს უნდა წარმოადგენდნენ ახალ კულტურულ ცენტრში, თუმცა წელს სიტუაცია სხვაგვარია.
კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, Mercedes-Benze Fashion Week TBILISI 2020 გაუქმდა, რამაც ღონისძიების ორგანიზატორებს გარკვეული დრო მისცა ციფრული ალტერნატივის დასაგეგმად. კულტურული ცენტრის მშენებლობაც სწორედ ამ მიზეზით შეფერხდა და შესაბამისად, გახსნაც გადაიდო.
ქართული მოდის სახლებს, ისევე, როგორც სხვა უამრავი ბრენდს მსოფლიოში, შესაბამისი სარგებელი აღარ აქვთ პროდუქციის რეალიზაციიდან. ამასთან, ქართული მოდის სფეროს ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება, რასაც ის ვერ იღებს, განსხვავებით ლონდონის, მილანის, პარიზის, ნიუ-იორკისა და კოპენჰაგენის Fashion Week-ებისგან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველი დიზაინერები არ აღიარებენ კორონავირუსთან დამარცხებას. ისინი ქმნიან და აუმჯობესებენ Mercedes-Benze Fashion Week TBILISI-ს 2015 წლიდან მოყოლებული. ღონისძიება თავდაპირველად მხოლოდ 35 უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, ამ დროისთვის კი 100-ზე მეტ დიზაინერს მასპინძლობს. მათ შორის არის Net-a-porter, რომელმაც ვებგვერდზე განათავსა ქართული ბრენდების (Matériel, Situationist, George Keburia, Ingorokva, Lado Bokuchava) სამოსი.
ქართველი დიზაინერები, რომლებიც თავიანთ კოლექციებს საქართველოში აწარმოებენ, Mercedes-Benze Fashion Week TBILISI-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად განიხილავენ და ცდილობენ შეინარჩუნონ ის, როგორც ქართული მრავალფეროვანი კულტურისა და კრეატიულობის წარმოჩენის მთავარი მექანიზმი.
დაწერე კომენტარი