როდესაც ამჟამინდელი სიტუაციის გამო ადამიანები ანერვიულები არიან, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა შფოთვას სტუდია “გიბლის” მშვიდი, ფანტასტიკური და ნოსტალგიური ანიმეების საშუალებით გაუმკლავდეს. მოგზაურობა ლეგენდარული იაპონური ანიმაციური ფილმის, „ჩემი მეზობელი ტოტოროს“ წყნარ სამყაროში განსაკუთრებით დამამშვიდებელია. ახლა კი სტუდია “გიბლის” ანიმატორის დახმარებით შეგიძლიათ თავისუფალი დრო, რომელიც ამჟამად გაცილებით მეტი გაქვთ, თქვენი საყვარელი პერსონაჟის ხატვაში გამოიყენოთ.
ანიმაციის პროდიუსერმა და სტუდია “გიბლის” ყოფილმა პრეზიდენტმა ტოშიო სუზუკიმ ვიდეოგაკვეთილი გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა დავხატოთ ტოტორო. ვიდეოში, რომელიც იაპონიაში ბავშვებისთვის შეიქმნა, სუზუკი მელნიანი ფუნჯის გამოყენებით ხატავს პერსონაჟს და თან ხსნის, რომ ყველაზე მთავარი ტოტოროს დიდი მრგვალი თვალების დახატვაა, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული უნდა იყოს.
თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ “გიბლის” დამაარსებლის, ჰაიაო მიაძაკის სამყარო უფრო ახლოს ვირტუალური მუზეუმითაც გაეცნოთ, სტუდიამ წლის დასაწყისში Netflix-თან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც მათი ფილმები ამ პლატფორმაზეც აიტვირთა. ასევე აქ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ უყუროთ ოთხნაწილიან დოკუმენტურ ფილმს სტუდიო “გიბლის” დაუვიწყარი რეჟისორის შესახებ.
ვიდეოგაკვეთილის სანახავად გადადით ბმულზე.
დაწერე კომენტარი