H&M, Urban Outfitters, Bershka, Freak City - ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომლებთანაც ბილი აილიში თანამშრომლობს. ის ხშირად გვთავაზობს სამოსის ბრენდებთან კოლაბორაციებს, ახლა კი ამ სიას კიდევ ერთი შეემატა.
გუშინ ინსტაგრამზე გავრცელდა ინფორმაცია, აილიშის უახლესი კოლაბორაციის შესახებ ლეგენდარულ იაპონელ არტისტთან, ტაკაში მურაკამისთან. Uniqlo-მ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით “Coming Soon, სადაც მურაკამის სტილისთვის დამახასიათებელ მანეკენს აცვია მაისური, წარწერით Billie Eilish.
თუმცა ეს არ არის აილიშის და მურაკამის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. მომღერალმა 2019 წელს გაავრცელა სიმღერა “you should see me in a crown” სწორედ ტაკაში მურაკამის რეჟისორობით.
დაწერე კომენტარი