“გაუჩინარებული” ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი კარანტინისას თავისი არასტანდარტული ამინდის პროგნოზით გვიბრუნდება, რომელსაც 2000-იანი წლების დასაწყისში თავისივე ვებსაიტზე პერიოდულად აქვეყნებდა. ატვირთული ვიდეოების მოცულობა 1 წუთს არასდროს აღემატებოდა. მან ეს ტრადიცია შეინარჩუნა და ზედმეტი გაფორმებების გარეშე ლოს-ანჯელესის 2020 წლის 11 მაისის ამინდის პროგნოზი შემოგვთავაზა, რომელიც რეჟისორის სახლშია გადაღებული.
გთავაზობთ “ლინჩისეულ” ამინდის პროგნოზს, თუმცა გაფრთხილებთ, რომ დევიდის მომაჯადოებელი გადმოცემის უნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ხმის ტემბრი და მისი საუბრის მანერა ნამდვილად მოგნუსხავთ და თქვენს ყურადღებას ამინდიდან თავად რეჟისორის ღრმა პიროვნებაზე გადაიტანს.
“დილა მშვიდობისა! დღეს 2020 წლის 11 მაისია. აქ, ლოს-ანჯელესში, ოდნავ ღრუბლიანი, ბურუსიანი დილაა, ტემპერატურით - 64 გრადუსი ფარენგეიტით, 17 გრადუსი ცელსიუსით. ღრუბელი წესით, მალე უნდა გაიფანტოს და ჩვენ 70 გრადუსით მზიანი დღე გვექნება. საუკეთესო დღეს გისურვებთ”.
დაწერე კომენტარი