No Space, Just A Place სამხრეთ კორეაში, Daelim Museum-ში გამართული ფართომასშტაბიანი გამოფენაა. გამოფენის სპონსორი მაღალი მოდის სახლი გუჩი, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ხელოვნებათმცოდნე მირიამ ბენ სალა გახლდათ. გამოფენა 12 ივლისამდე გაგრძელდება, რომლის ვირტუალური ვერსიის ნახვა გუჩის საიტზეა შესაძლებელი.
გამოფენაზე ფრანგი ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს (Michel Foucault) მიერ შემუშავებული ჰეტეროტოპიის კონცეფციით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი და ათ დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეს მოიცავს. პროექტი დაკავშირებულია ალტერნატიული, უტოპიური ადგილის შექმნის იდეასთან.
დაწერე კომენტარი