ცოტა ხნის წინ დეივიდ ლინჩმა თავის კარიერასა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რამაც მის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. 16 მაისს Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში რეჟისორი თავის ცხოვრების ადრეულ წლებს იხსენებს და ამბობს, - „ხატვა, ეს ერთადერთი რამ იყო, რისი კეთებაც მინდოდა“.





„ნომერ პირველი ხელსაწყო ინტუიციაა, - ამბობს ის და მსჯელობს იმაზე, თუ როგორია ფილმის გადაღების პროცესი, -  ახლა კინოსკოლებში ფილმის გადასაღებად ფორმულებს ასწავლიან, ეს იგივეა, რომ სტუდენტები ციხეში ჩასვან“.





„ინტუიციას უნდა მიენდოთ და იდეები აუცილებლად მოგივათ, თუ მათი გაგება მაშინვე არ გამოგდით, დაელოდეთ, სანამ ბევრი ერთად არ შეიკრიბება და რაიმე ისეთს შექმნის, რაც თქვენთვის ნამდვილად ამაღელვებელი იქნება, შემდეგ ამ იდეებით იმდენად შეპყრობილი გახდებით, რომ  აღარ ინერვიულებთ ფულსა თუ პოპულარობაზე. თქვენ ისინი უბრალოდ შეგიყვარდებათ“, - ამ სიტყვებით მიმართავს ლინჩი თაყვანისმცემლებს.






TM Talks-თან ინტერვიუს დროს რეჟისორი ზოგადად, მედიტაციასა და განსაკუთრებით, ტრანსცენდენტალურ მედიტაციასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.   ასევე ლინჩმა გადაწყვიტა 10-წლიანი პაუზის შემდეგ  ისევ ონლაინ დაიწყოს ამინდის პროგნოზის გამოცხადებაც.  მისი ვრცელი ინტერვიუს ნახვა 
აქ  შეგიძლიათ.