დევიდ ბოუის 1999 წლის უიშვიათესი ალბომი, სახელწოდებით LiveAndWell.com ინტერნეტსივრცეში 15 მაისს გავრცელდა და დიდ მუსიკალურ პლატფორმებს (Apple Music & Spotify) მოედო. ალბომი აქამდე მხოლოდ BowieNet-ის გამომწერებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 1999 წლიდან დღემდე ეს ალბომი სხვაგან არსად მოიპოვებოდა.


ალბომში ბოუის 1997 წლის Earthling ტურის სიმღერებია წარმოდგენილი. ეს ნიუ-იორკის, ამსტერდამის, რიო-დე-ჟანეიროსა და დიდი ბრიტანეთის ცნობილი ლაივ-კონცერტების ჩანაწერებია.


ახლად გავრცელებულ ალბომს ორი ბონუს სიმღერა - Pallas Athena და 1977 წლის ლაივ-სიმღერის, V-2 Schneider-ის განახლებული ვერსია მოჰყვება. 

LiveAndWell.com ერთ-ერთია ბოუის იმ სამ ალბომთაგან, რომელთა გავრცელებაც მომდევნო თვეების განმავლობაში იგეგმება.