კორონავირუსმა ბევრი კულტურული ღონისძიება  შეიწირა, რაზეც თვალის დახუჭვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ჰარი სტაილსის სცენაზე დაბრუნება ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენად ითვლება. მისი თაყვანისმცემლები კი განსაკუთრებით განაწყენებულები არიან - Love On Tour მისი მეორე ალბომის, Fine Line-ის მხარდასაჭერად უნდა ჩატარებულიყო, გასულ თვეში მომღერალს ბირმინგემში უნდა გაეხსნა ტური და შემდეგ მთელი ზაფხული ევროპასა და ამერიკაში გაემართა კონცერტები, ხოლო კულმინაცია ნიუ-იორკში ოქტომბერში,  Harryween-ის დროს იგეგმებოდა.  სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, თუმცა ტური, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს შტატებში დაიწყება, ზუსტი თარიღი კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზეა დამოკიდებული.


მაშინ, როდესაც ჰარის თაყვანისმცემლები ამ თემასთან დაკავშირებით წუხდნენ, მომღერალმა ისინი თავისი ახალი სინგლიდან ერთ-ერთი სიმღერის კლიპით გაახალისა. Watermellon Sugar - ეს იმ სიმღერის სახელწოდებაა, რომელმაც ერთდროულად ყველა გააბედნიერა და ნორმალური ზაფხულის ნოსტალგიით დაამწუხრა კიდეც.


კლიპი  მუსიკალური ვიდეორგოლების ლეგენდარულმა რეჟისორებმა - ბრედლიმ და პაბლომ გადაიღეს, მოქმედება სანაპიროზე ხდება, სადაც ჰარი ბევრ გოგოსთან და ბიჭთან ერთადაა, მომღერალი საზამთროს ჭამს და ერთობა.


სიმღერის მოსმენა აქ შეგიძლიათ.