Ralph Lauren გამოსვლიდანვე მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვან ბრენდად იქცა. თავისი ახალი ინიციატივის - Polo Project: Design For Good-ის ფარგლებში, იგი უახლესი კოლექციისათვის ნებისმიერ ადამიანს Polo-ს მაისურების დიზაინის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის მიზანი ვირუსის გავრცელების პრევენციაში ქვეყნების დახმარებაა, ამიტომ შემოსული თანხის 100% COVID-19-ის Solidarity Response Fund-ში გადაირიცხება.


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა იმეილით უნდა გააგზავნოთ თქვენი შექმნილი მაისურის დიზაინი და რამდენიმე სიტყვით ახსნათ მისი მნიშვნელობა. Ralph Lauren-ის ქალისა და მამაკაცის დიზაინის შემქმნელი კრეატიული გუნდები 10 ფინალისტს აირჩევენ. ამის შემდეგ კი გამარჯვებულს პირველ ივნისს, Polo App-ის მეშვეობით გამოავლენენ.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ, თქვენივე დიზაინით, დიდი ქველმოქმედების მონაწილე გახდებით და ასევე, Ralph Lauren-ის 500 დოლარის ოდენობის სასაჩუქრე ბარათითაც დაჯილდოვდებით.