ქალაქისშესახებ
ქალაქი მარფა 1880 წელს დაარსდა ტეხასის შტატში, ჩიუაუას უდაბნოში, როგორც ოაზისი. მარფადან მექსიკის საზღვრამდე 10 მილია, ხოლო უახლოესი აეროპორტი – 3 საათის მანძილზე. პოპულაცია 2000 ადამიანს არ აღემატება და მიუხედავად უცნაური ისტორიისა, ქალაქი არ კარგავს საკუთარ აურას.
აქ განთავსებული ობსერვატორია ფარულ ენერგიას იკვლევს და ქალაქი ცნობილია აუხსნელი შუქების ფენომენით, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. მაგრამ მარფა სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. 70-იან წლებში აქ ამერიკელი მინიმალისტი დონალდ ჯადი დასახლდა და მას შემდეგ ეს ქალაქი ხელოვნების მექად იქცა.
ადგილობრივებს ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ ათასობით ტურისტი აქ ხელოვნების სანახავადაა ჩამოსული. ქალაქს არ დაუკარგავს ის შარმი, რომელმაც დონალდ ჯადი მიიზიდა. დღეს აქ ფესტივალი ტარდება და ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
მარფა უდაბნოს ლანდშაფტითა და პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ქალაქის აურით იზიდავს ადამიანებს. მოუხერხებელი ლოკაციის და უდაბნოს ლანდშაფტის წყალობით აქ დაუმთავრებელი სივრცე და დროის არარსებობაა. ყველა კუთხე მოცულია ხელოვნებით, ეს უკვე ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
მარფაში დონალდ ჯადის გავლენა ყველგან იგრძნობა. ქალაქის გარშემო შევხდებით სტიკერებს სლოგანებით – I ■ JUDD და WWDJD (What Would Donald Judd Do? – რას იზამდა დონალდ ჯადი?). აქ არის რესტორანი, რომლის სახურავიც დაპროექტებულია ჯადის artellery sheds-ის მიხედვით. შეხვდებით ხის სკამებს, რომლებიც ჯადის მიერ შექმნილი ავეჯის მიხედვით არის გაკეთებული.
დონალდჯადიდა Chinati Foundation
ჯადმა კარიერა არტ კრიტიკოსობით დაიწყო. ეს ის ხელოვანია, რომელმაც განსაზღვრა ამერიკული მინიმალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა ტერმინი მინიმალიზმი, ის მაინც ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინიმალისტი არტისტი, რომელიც ფოკუსს მასალასა და სივრცეზე აკეთებდა. 60-იან წლებში ჯადი დაინტერესდა არქიტექტურით. იმ პერიოდში, როდესაც ჯადი საცხოვრებლად მარფაში გადმოვიდა, ის უკვე წარმატებული არტისტი იყო, რომელსაც ნიუ-იორკში საკუთარი შენობაც კი ჰქონდა. მან ნიუ-იორკი და კონკრეტულად სოჰო, სივრცის მოსაძებნად დატოვა. პრობლემა ჰქონდა მუზეუმებთან და მათ სისტემასთან საკუთარი ნამუშევრების განთავსების კონტროლის გამო. ჯადს სურდა შეექმნა ისეთი ადგილი, სადაც მუზეუმის არქიტექტურა და მასში განთავსებული ნამუშევრები ერთმანეთს კი არ შეზღუდავდნენ, არამედ გააძლიერებდნენ, ადგილი, სადაც შეძლებდა ყოფილიყო თავისუფალი სივრცის არჩევასა და მის გარდაქმნაში. ქალაქი მარფა სწორედ ამით გამოირჩევა, აქ თითქმის უსასრულო სივრცეა. ჯადმა მას საუკეთესო და ყველაზე პრაქტიკული ადგილი უწოდა. მარფაში მან მიტოვებული ჯარის ბაზა შეიძინა, და უდაბნოს ლანდშაფტში საკუთარი ნამუშევრები შექმნა. მისი ნამუშევრები სინთეზშია ლოკალურ ლანდშაფთან. დროთა განმავლობაში მან სხვა ხელოვანების ნამუშევრებიც ჩამოიტანა.
დონალდ ჯადის და მისი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები დღეს Chinati foundation-ში ინახება. ის დაარსებულია იმ ჯარის ბაზის ტეროტორიაზე, რომელიც ჯადმა მარფაში გადმოსვლისას შეიძინა. ეს მუზეუმი შექმნა იმისთვის, რომ მას და სხვა ხელოვანებს შესძლებოდათ, ტრადიციული მუზეუმებისგან განსხვავებით აქ განეთავსებინათ ნებისმიერი ზომის მუდმივმოქმედი ინსტალაციები. Chinati-ში თავდაპირველად დონალდ ჯადის, ჯონ ჩემბერლინის და დენ ფლავინის ნამუშევრები იყო განთავსებული. დღეს კოლექციის ნაწილია ჯადის 15 გარე ინსტალაცია და 100 ალუმინის ნამუშევარი, ჩემბერლინის 25 სკულპტურა და დან ფლავინის ინსტალაცია, რომელიც ექვს ყოფილ ყაზარმაშია გადანაწილებული. ასევე კარლ ანდრეს, ინგოლფურ არნარსონის, რონი ჰორნის, ილია კაბაკოვის, რიჩარდ ლონგის, კლას ოლდენბურგის, კუჯი ვან ბრუგენის, დევიდ რაბინოვიჩის და ჯონ უესლის. (Roni Horn, Ilya Kabakov, Richard Long, Claes Oldenburg and Coosje van Bruggen, David Rabinowitch, and John Wesley) ნამუშევრები, რომელთაც საკუთარი შენობები აქვთ გამოყოფილი მუზეუმის ტერიტორიაზე. ასევე ტარდება არაპერმანენტული გამოფენებიც.
Chinati-ის დირექტორი მარიან სტოკბრენდი ამ ნამუშევრების შესახებ წერს: “აქ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია – შიდა და გარე სივრცეები, ალუმინიუმი და ბეტონი, ნამუშევრების ფორმები, მათი გამჭვირვალობა, სიახლოვე, სინათლე, ტონი, ბუნება და აშენებული სივრცეები.”
ტური, რომელსაც აქ შემოგთავაზებენ, წაგიყვანთ 15 ლოკაციაზე ქალაქის გარშემო, სადაც ჯადი მუშაობდა და ცხოვრობდა და სადაც მისი ნამუშევრებია განთავსებული. მათ შორისაა ჯადის სახლი, მის მიერ შექმნილი ავეჯითა და სკულპტურებით, არქიტექტურული ოფისი, სტუდია და ბიბლიოთეკა. ჯადი წესრიგის სიყვარულით გამოირჩეოდა, ამიტომ მან წესები დატოვა, რომლის მიხედვითაც უნდა ნახოთ მისი ნამუშევრები. ამ წესებს დღემდე იცავენ Chinati foundation-ში, შესაბამისად ნამუშევრებს ზუსტად ისე ნახავთ, როგორც ავტორს სურდა. მაგალითად, მას ეზიზღებოდა სიტყვა ინსტალაცია, ამიტომ მის ნამუშევრებს აქ ინსტალაციას არ უწოდებენ.
100 ალუმინისყუთი
ნამუშევარი დასრულდა 1986 წელს. განთავსებულია ჯარის ბაზის ლოკაციაზე. ეს ნამუშევარი არქიტექტურის და ნატურალური განათების დახმარებით ქმნის მრავალ ანარეკლს.
ამ რეზულტატისთვის ჯადმა სივრცეს რეკონსტრუქცია გაუკეთა და მასში გრძელი ფანჯრები ჩაამონტაჟა. 100 ალუმინის კუბი სამ რიგადაა განაწილებული. კუბების მასალა მნიშვნელოვანი იყო პროექტის საბოლოო ვარიანტისთვის. პირველად კუბები მუქი ფერის და მქრქალი იყო, მაგრამ შემდეგ ისინი ხელოვანმა ღია და სარკისებური კუბებით ჩაანაცვლა. ყველა კუბი ერთნაირი ზომისაა, მაგრამ თითოეულის ინტერიერი განსხვავებულია.
PRADA MARFA
თანამედროვე კულტურული და სახელოვნებო სივრცე და ორგანიზაცია Ballroom Marfa 2003 წელს დაარსდა. გალერეა განთავსებულია 1927 წელს აშენებულ საცეკვაო დარბაზში. Ballroom marfa-ს მიზანია საშუალება მისცეს და დაეხმაროს თანამედროვე არტისტებს და კურატორებს იმუშაონ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებზე. მათი ყველაზე ცნობილი პროექტი 2005 წლის პერმანენტული ინსტალაცია PRADA MARFA-აა, რომლის ავტორებიც სკანდინავიელი ხელოვანები Elmgreen & Dragset არიან. Prada Marfa ბრენდი პრადას ბუტიკის მიხედვითაა დაპროექტებული. დიზაინერმა მიუჩია პრადამ მათ ნამდვილი პრადას ნივთები მისცა, რომელიც ინსტალაციაშია განთავსებული. ინსტალაცია არ არის კომერციული სივრცე. მისი კარი დახურულია.
დაწერე კომენტარი