სულ ცოტა ხნის წინ Rainsford-მა თავისი სიმღერის ახალი კლიპი ატვირთა Youtube-ზე. ვიდეორგოლის რეჟისორი კარა დელევინი, ხოლო მსახიობები კაია გერბერი და გრეგ სულკინი არიან. როგორც მომღერალი ამბობს, ტირილის დროს ის ყოველთვის უყურებს საკუთარ თავს სარკეში, რაც მას პრობლემის გამკლავებაში ოდნავ მაინც ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი თავი ერთადერთი ეგონა, აღმოჩნდა, რომ ამ გზას კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს ცუდად ყოფნის დროს. „სიმღერა მაშინ დავწერე, როდესაც ჩემს ყოფილ შეყვარებულს შერიგებას ვეხვეწებოდი, - აღნიშნავს მომღერალი.  - თეორიულად ჩვენ შევრიგდით, თუმცა ეს დიდი ხანი არ გაგრძელებულა“.



თვითიზოლაციის დროს რეინი, კარა, კაია და გრეგი ერთ სივრცეში არიან და მათ გადაწყვიტეს კლიპი ერთად გადაეღოთ. კაია და გრეგი შეყვარებულ წყვილს თამაშობენ, რომლებიც ხან ცეკვავენ, ხან კი ჩხუბობენ, პერიოდულად რეინის სახე ჩანს, რომელიც სარკეში იყურება და ტირის, ხოლო კარა დელევინი ამ ყველაფრის რეჟისორია.


 „განსხვავებულ ფორმატში მუშაობა საშინელებაა, თუმცა იზოლაციას დადებითი მხარეებიც აქვს, ძალიან გამიმართლა, ამ ადამიანებთან ერთად რომ ვარ გამოკეტილი, ჩვენ კარგად ვერთობით, ღამეებს თამაშში ვატარებთ, - აღნიშნა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს რეინსფორდმა, - კარა, კაია და მე ამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დავახლოვდით, ძალიან მიხარია, რომ მათ მოინდომეს კლიპის მონაწილეები ყოფილიყვნენ. კარა შესანიშნავი რეჟისორია, კაია უშიშარი მსახიობი, გრეგი კი იდეალური გულთამპყრობელი“.


„რეინი საოცარი შემსრულებელია და მისი დახმარება ნამდვილად დიდი პატივი იყო, - თქვა კარა დელევინმა ინტერვიუში, - სამუდამოდ მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი მის სიმღერასთან იქნება დაკავშირებული“. კაია მეგობარს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ყოველთვის ძალიან ბედნიერია, როდესაც ვინმეს კრეატიული ხედვის განვითარებაში ეხმარება, ხოლო კლიპზე მუშაობა მეგობრებთან ერთად კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო“.

მუსიკის მოსმენა და ვიდეოს ნახვა აქ შეგიძლიათ.