ხშირად ბრენდები თავიანთი ხაზის ძველ მოდელებს უბრუნდებიან და მათ ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ. მათ შორისაა ცნობილი ფრანგული ბრენდი Lacoste.
Lacoste Sport მემკვიდრეობას აგრძელებს და 1996 წლის ცნობილი ფეხსაცმლის - Storm 96-ის დიზაინებით გვიბრუნდება. ფეხსაცმელი სქელი რეზინის ძირით, გარშემო ნაქსოვი დეტალებით, ცნობილი ნიანგის ლოგოთი და რეტრო სტილით, 90-იანების ფერად ნოსტალგიას გაგრძნობინებთ. ძველი სტილის კიდევ ერთხელ გამოჩენა ახალგაზრდების წარსულით დაინტერესებასაც ისახავს მიზნად, რათა მათ წარსულზე დაყრდნობით და საკუთარი ინტერპრეტაციით ახალი პროდუქტი შექმნან. ფეხსაცმლის მოდელი პასტელის ფერების სხვადასხვა ვარიაციითაა წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი