კინორეჟისორმა 18 მაისს თავის ტვიტერის გვერდზე 2015 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ პრემიერა დააანონსა,  რომელიც შემდეგ, 20 მაისს, Youtube-ზე გაიმართა. ფილმი, რომლის პრემიერაც მანამდე ჩვეულებრივად ჩატარდა, ლინჩის მიერ არის გაფორმებული, რეჟისორიც, რა თქმა უნდა, თვითონაა, ხოლო კომპოზიტორი მარეკ ზებროვკია.


„ცეცხლი“ (Pożar) სულ რაღაც 10-წუთიანი ფილმია, რომელიც დეივიდ ლინჩისა  და კომპოზიტორ მარეკ ზებროვსკის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მათ ადრეც უმუშავიათ ერთად ალბომ Polish Night Music-ზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი ერთმანეთს კინოფესტივალზე შეხვდნენ და აღმოაჩინეს, რომ ორივეს აინტერესებდა  ექსპერიმენტული მუსიკა და თავისუფალი ფორმატის იმპროვიზაცია.  


„ჩვენი ექსპერიმენტის მთელი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მე არაფერს ვიტყოდი ჩემი განზრახვების შესახებ, ხოლო მარეკი ამ ყველაფრის ვიზუალურ ინტერპრეტაციას მოახდენდა, - უთხრა კინორეჟისორმა USC-ის მუსიკალური სკოლის მსმენელებს ჯერ კიდევ 2015 წელს.  - ასე რომ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ წარმატებული ექსპერიმენტი იყო და მე ძალიან მომწონს კომპოზიცია, რომელიც მარეკმა Penderecki String Quartet-ისთვის დაწერა“.


ხოლო ზებროვსკიმ  USC-ის მუსიკალურ სკოლის ჟურნალთან  ინტერვიუში თქვა, - „ჩემი აზრით, ფილმი ძალიან მელანქოლიურია რაღაც გაგებით და ასევე, ძალიან პოეტურიც“.

ფილმის ნახვა აქ  შეგიძლიათ.