ფოტოგრაფ ჯანეტ ბეკმანისა და კურატორ ჯული გრაჰამის ინიციატივით კორონავირუსის გამო დაშავებულთა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანთა დასახმარებლად 26 მაისს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. აუქციონზე ვარსკვლავების - დევიდ ბოუის, პრინცის, ემი ვაინჰაუსის, პატი სმიტის, კურტ კობეინის და Country Love-ის ფოტოები გაიყიდება. აუქციონზე ახალგაზრდა შემსრულებლების - ნიკ ქეივის, ლანა დელ რეის, კენდრიკ ლამარის - სურათებიც იქნება წარმოდგენილი. სრული სიის ნახვას კი ამ ვებგვერდზე შეძლებთ.
აუქციონიდან შემოსული თანხის 100% ნიუ-იორკში მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, God’s Love We Deliver-ში გადაირიცხება. „God’s Love We Deliver - ეს არის ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც ნოყიერ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით შემოწმებულ სადილებს ამზადებენ და ისეთი ადამიანებთან მიაქვთ, ვისაც სახლიდან გასვლა ან თავისით საკვების მომზადება არ შეუძლია… God’s Love ეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს, ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ყველა ჩვენი სერვისი კლიენტებისთვის უფასო და სიყვარულით აღსავსეა“, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
დაწერე კომენტარი