ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა დიზაინერმა სარა ელისონმა ავეჯის მესამე კოლექცია გამოუშვა, სახელწოდებით SOL, რომელიც მოულოდნელი, ტალღისებური ფორმის სკულპტურულ ნამუშევრებს აერთიანებს.
ესთეტიკურად მიმზიდველი კოლექცია რომაულ მითოლოგიაში მზის სიმბოლოს გამოსახავს, რომელიც დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა, რაც მის სითბოს შეგრძნებითა და მუდმივობის განცდით მოცულ ნამუშევრებში გამოიხატება. თითოეულ მის ნაშრომში კარგად ჩანს მატერიალურობის, ფორმისა და პროპორციისადმი დამოკიდებულება.
„დრამატული ამბის მოყოლა მინდოდა, გაზვიადებული და სკულპტურული ფორმების შეგრძნებითა და ტექსტურებით მდიდარ მასალებში გაერთიანებით“, - განმარტავს ელისონი. “ცალ-ცალკე თითოეული ჩემი ნამუშევარი შეიძლება თამამ განცხადებად განვიხილოთ, ხოლო როდესაც მათ, როგორც ერთ მთლიანს შევხედავთ, მივხვდებით, რომ გალერიის მსგავსი კოლექცია იქმნება, რაც ჩემს თბილსა და მინიმალისტურ ესთეტიკას განასახიერებს”.
SOL მიწიერი ფერების პალიტრას მიჰყვება და ხამანწკის ტილოს დივნებს, კარამელისფერ ხავერდის სავარძლებს, მინისა და მუხის ხის ყავის მაგიდებს, კერამიკულ ვაზებსა და ნათურებს მოიცავს. კოლექცია შთაგონებულია ინტერიერის დიზაინერის, ჯან როიერის ნამუშევრებით. ნამუშევრებში გამოყენებული მყარი და მრგვალი ფორმები ელისონის 1970-იანი წლების ინტერიერის სიყვარულს უკავშირდება. „მსოფლიო ახლა სუსტად გრძნობს თავს, - ამბობს დიზაინერი, - SOL-ის კოლექციისი უმაღლესი ხარისხით გამორჩეულ ნივთებს თითქოს სინათლე შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში. მინდა, რომ ამ ავეჯის მფლობელებმა სიწყნარე, სითბო და სიმშვიდე იგრძნონ“.
დაწერე კომენტარი