ენდი უორჰოლის მრავალფეროვანი შემოქმედება კინემატოგრაფიასაც უკავშირდება.
1963 წლის ივნისში, მანჰეტენზე 16-მილიმეტრიანი ბოლექსის კამერის შეძენის შემდეგ, ერთ თვეში ენდიმ ფილმების გადაღება თავის პირველ არტ სტუდია Factory-ში დაიწყო. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არტისტმა ასობით მოკლემეტრაჟიანი თუ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.
“უორჰოლის ავანგარდისტული ფილმები ნარკოტიკებსა თუ სექსზე მოულოდნელი შოკი იყო”, - თქვა კინოს ისტორიკოსმა, პროფესორმა ადამს სიტნიმ. არტისტი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა თავისი ექსპერიმენტებით, რომლებმაც კომერციულ და ავანგარდულ კინოებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
Sleep, 1964
პირველი, ვინც თავისი 16-მილიმეტრიანი კამერით გადაიღო, პოეტი ჯონ გორნო იყო, რომელსაც ფილმში შიშველს სძინავს. დროის ხანგრძლივობა 5 საათი და 20 წუთია.
ერთხელ უორჰოლმა POPism-ში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წავიდა სასეირნოდ მას შემდეგ, რაც მისი ფილმი ეკრანზე პირველად აჩვენეს.
Empire, 1964
უორჰოლის ექსპერიმენტული მწვერვალი იყო ფილმი Empire, რომელშიც 8 საათის განმავლობაში Empire State Builduing-ის სტატიკური ხედია ნაჩვენები. მთლიანი პროცესი რაღაცის მოლოდინს ასახავს, რაც ქმნის ფილმის ეფექტურობას. დასასრულს კი არც არაფერი ხდება.
Screen Tests, 1964–1966
უორჰოლი თავის ერთ-ერთი პროექტ Screen Tests-ის სერიებზე არტისტებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვინც მის სტუდიაში ფეხს შეადგამდა. კამერის წინ სუბიექტი გაუნძრევლად უნდა მჯდარიყო. სერიების იდეა კი მაღალი და დაბალი იერარქიების ნგრევას ემსახურებოდა. ფილმში სუზან ზონტაგის გვერდით ედი სეჯვიკი იჯდა, ხოლო მარსელ დიუშანის გვერდით - ტეილორ მიდი.
Vinyl, 1965
ენდი უორჰოლმა სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებული ფილმი Clockwork Orange-ის ადაპტირებული ვერსია, სცენარისტ რონალ ტაველთან თანამშრომლობით, 6 წლით ადრე გადაიღო. ფილმში სრული ქაოსი და შფოთვაა, ნამდვილი და ყალბი სისასტიკე მაყურებელში დაბნეულობას იწვევს. მთავარ როლს ჟერარ მალანგა თამაშობს. ფილმში ასევე მონაწილეობს ედი სეჯვიკი.
Poor Little Rich Girl, 1965
მოდელი და მსახიობი ედი სეჯვიკი მალე უორჰოლის ფილმების მთავარი სახე გახდა. მისი პორტრეტი, რომელიც გადაღებულია საცხოვრებელ ბინაში, საუკეთესოდ აღწერს მსახიობის მომხიბვლელობას. დოკუმენტურ ფილმში ვხედავთ სეჯვიკის სხვადასხვა მოქმედებას - ჩაცმის, საწოლში ვარჯიშისა და სიგარეტის მოწევის სცენებს.
Outer and Inner Space, 1965
უორჰოლი თავის ფილმებში ორმაგ გამოსახულებას იყენებდა, მაგალითად, როდესაც მსახიობი ედი ერთ-ერთ სცენაში, საკუთარ თავთან საუბრობს და ყალბ ინტერვიუს იღებს.
Chelsea Girls, 1966
ფილმ Chelsea Hotel-ში კვლავ ორმაგ გამოსახულებებს ვხვდებით, სადაც შიშის მომგვრელი რეალობა ფიქციასთანაა შეზავებული. მოქმედება ნიუ-იორკის Chelsea Hotel-ში მიმდინარეობს, რაც დიდი ხნის განმავლობაში არტისტების, მწერლების, მუსიკოსების, მსახიობებისა თუ რეჟისორებისთვის შემოქმედებითი თავშესაფარი, იგივე მეორე სახლი იყო.
Lonesome Cowboys, 1968
1960-იანი წლების მიწურულს უორჰოლი ფილმებში “სექსს კომერციულ ექსპლუატაციას” უწევდა. ფილმში უხვადაა კადრები, რომლებიც აგებულია იპროვიზებული და ნახევრად დადგმული სცენებით. ეს წარმოაჩენს იმ სტილს, რომელიც შესაძლო იყო, მომავალ ათ წელში “აღმოეჩინათ” - ფაქტობრივად, უორჰოლმა რეჟისორ ჯონ უოტერსის შემდგომი ნამუშევრები იწინასწარმეტყველა.
Blue Movie (Fuck), 1969
ფილმი Blue Movie (Fuck) ოთხი თვის თავზე გადაიღო, მას შემდეგ, რაც ვალერი სოლანისმა ენდის ესროლა და მძიმედ დაჭრა. Blue Movie არტისტის მიერ შექმნილ ბოლო ფილმად მიიჩნევა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, რეჟისორ პოლ მორისეისთან თანამშრომლობით, სხვა ნამუშევრები - Flesh, Trash და Heat გადაიღო. ფილმი Blue Movie (Fuck), სახელწოდების მიუხედავად, პოლიტიკას ეხმიანება და ვიეტნამისა და რიჩარდ ნიქსონის ამბავს განიხილავს. ენდი, ფაქტობრივად, ამ ფილმით წერტილს უსვამს თავის კინოკარიერას, რომელიც ძილის მთლიან ციკლს მოიცავდა.
დაწერე კომენტარი