ფერნანდო მასტრანჯელო ბრუკლინში მცხოვრები არტისტია, რომელიც ყველაზე უკეთ ცნობილია მისი კოლექციური დიზაინით, ასევე მისი მასშტაბური ქანდაკებებითა და ექსპერიმენტული ინსტალაციებით. მასტრანჯელოს ყველა ნამუშევარი შექმნილია ხელით ბუნებრივი მასალებისგან, როგორიცაა ქვიშა, მარილი, სილიციუმი. DRIFT ფერნანდო მასტრანჯელოს სკულპტურული ნივთების ლიმიტირებული კოლექციაა, რომელიც მყინვარებისა და დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნებისგან იღებს შთაგონებას.
ამ კოლექციის ნაწილია სწორედ Drift Bench, რომელიც პარიზში არსებული James Gallery-ის დახმარებით ქვიშისა და ცემენტის მასალებით შეიქმნა. Drift Bench-ის არატრადიციული დიზაინი ოკეანის ზედაპირზე დატბორილი მყინვარების ტოპოგრაფიულ ხედებს ასახავს, რომლის ფორმაცა და ფერთა პალიტრაც უსასრულო ჰორიზონტის ინსპირაციით არის შექმნილი. ბუნებრივი პატაგონიური ლანდშაფტის ფერებში გადაწყვეტილი სკამი მისი ძლიერი, კუთხოვანი ფორმებით ნატურალურ ტექსტურებთან კონტრასტს ქმნის.
გარდა Drift Bench-ისა, კოლექციის თითოეული შემადგენელი კონცეპტუალური ნივთი განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს ბუნების სიმარტივესა და ელეგანტურობას. მასტრანჯელო მის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ნატურალურ მასალებს და სპეციალიზებულია საჯარო სივრცის აღქმისა და მისი ინტერპრეტაციის მიმართულებით. მისი შემოქმედება ისეთი გამომცემლობების ყურადღების ცენტრში მოხვედრილა, როგორებიც არიან The Wall Street Journal და Interview Magazine. მასტრანჯელოს მხატვრულ ენაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკოლოგიური საკითხები, კულტურული მეტაფორები და ბუნებისადმი პატივისცემა.
დაწერე კომენტარი