ტელესერიალი Sex And The City-ის პერსონაჟმა ქერი ბრედშოუმ მოდის სამყარო მთლიანად ამოატრიალა. სერიალში ქერის ხშირად აცვია მანოლო ბლანიკი, დიორი და რა თქმა უნდა, შანელი. ბრედშოუს სტილში პერსონაჟის ხასიათი იგრძნობოდა, მისი ლუქები მაყურებლისთვის კი გარკვეულ მინიშნებებსაც წარმოადგენდა. ქერიმ მოდის სამყაროში სითამამე, სიახლე და დიდი ცვლილება შეიტანა. ქალებს აღარ ეშინიათ ექსპერიმენტების ჩატარებისა და სტერეოტიპების დამსხვრევის, რაც, რა თქმა უნდა, დიდწილად ქერი ბრედშოუს დამსახურება გახლავთ. მსახიობის ჩაცმულობაზე პატრიცია ფილდი, ერიკ დეიმანი, რებეკა ვაინბერგი და ჰოლ რუბენშტაინი ზრუნავდნენ, რომლებმაც მოდის საკულტო პერსონაჟი ქერი ბრედშოუ შექმნეს.
გთავაზობთ მისი ჩაცმულობიდან ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ ლუქებს.
1.ქერი მუდმივად გამოირჩეოდა თავისი უჩვეულო სტილით. ბალერინას კაბაში გამოწყობილი ბრედშოუ სერიალში თავის გარდერობს ალაგებს. კადრი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა, ხოლო ბალერინას კაბა, რომელიც მხოლოდ 5 დოლარად შეიძინეს, მომავალში საკულტო ლუქად იქცა.
2. დიორის გაზეთისპრინტიანი კაბა ბრედშოუს სერიალის განმავლობაში ორჯერ ეცვა, “რის მიზეზიც არსებობს”, - ამბობს პატრიცია ფილდი.
3. ქერის ვინტაჟური ზოლებიანი კოსტიუმი დიზაინერ ვაინბერგის შთაგონება გახლავთ, რომელსაც კეპი საშინლად მოსწონდა და თავის ყოველდღიურობაშიც მშვენივრად იხდენდა.
4. მაყურებელს ქერი ბრედშოუ უამრავ კაბაში ჰყავს ნანახი. თუმცა ტანზე მომდგარი სექსუალური, მოტკეცილი და თან კლასიკური მოკლე კაბა ქალებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ლუქი გახდა.
5. ხშირად ქერი დროს უსწრებდა. ლუქი მეოთხე სეზონში ეცვა, რომელმაც ფაქტობრივად, შემოიტანა მოტკეცილი მაისურისა და უმოკლესი შორტების ტრენდი. აქსესუარად კი მსახიობს ხელში ფრანგული პური და ყვავილები უჭირავს.
6. ბეწვის ქურქი მსახიობმა პირველად პირველ სეზონში ჩაიცვა. “როდესაც რაღაც გიყვარს და მოგწონს, ისევე, როგორც - ეს ქურქი, შენ ამბობ, “ეს იქნება ის, რასაც ქერი კიდევ ბევრჯერ გაიმეორებს”, - თქვა დიზაინერმა ვაინბერგმა.
7. ვის შეეძლო ქალის აღმოსავლურად მორთული კაბა ასე სექსუალურად მოერგო, თუ არა ქერი ბრედშოუს? ელეგანტურული და თან უბრალო საცურაო კოსტიუმი მსახიობს მესამე სეზონში, ლოს-ანჯელესში აცვია. შავ საცურაო მბზინავ კოსტიუმში ქერის გასაოცარი სტილი იდეალურად ვლინდება, სადაც კლასიკურობა და სითამამე ერწყმის ერთმანეთს.
8. დღეს არავინ იმოსება ისე, როგორც 80-იან წლებში მადონათი შთაგონებულ ქერი ბრედშოუს ეცვა. თუმცა ეს ლუქი მსახიობის ჩაცმულობიდან ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო და დასამახსოვრებელ მომენტად მიიჩნევა, დაწყებული თმის ვარცხნილობითა და დამთავრებული ტყავის ქამრითა თუ უამრავი აქსესუარით.
9. ქერის კაბის ირგვლივ ღრუბლის ფორმის აქსესუარი ეცვა. სწორედ ამ ლუქის შემდგომ ასიმეტრიული კაბების ტრენდი აბსოლუტურად სხვა საფეხურზე გადავიდა.
10. ახალი წლის წინა ღამეს, მირანდასთან ემოციური საუბრის შემდეგ, ქერი ნიუ-იორკის ქუჩაში გასვლისას, კვლავ ირგებს ბეწვის ქურქს აქსესუარებთან ერთად.
11. ქერიმ “მამაკაცის საუკეთესო” როლი თავზე უჩვეულო შავი გვირგვინით, სტენფორდისა და ენტონის ქორწილში საოცრად მოირგო.
12. “სიუხვე” - ერთი სიტყვით ასე გადმოიცემა ეს ლუქი. “ქერი საოცრად ბედნიერია, რადგან ნიუ-იორკში იმყოფება და მის საოცნებო მამაკაცზე, The Big-ზეა შეყვარებული”. - ამბობს რუბენშტაინი.
13. ბრედშოუ შავი პატარა ტოპითა და შავი კაბით სამანტას ღონისძიებაზე მიდის.
14. ვაინბერგი, რობერტო კავალის ლუქზე იხსენებს, რომელიც დაახლოებით ერთი წელიწადი გარდერობში ინახებოდა: “ჩვენ ტანსაცმელი სანიმუშოდ შევიძინეთ,” ხოლო მეოთხე სეზონში, ქერი გარდერობის დალაგებისას მივიწყებულ სვიტერს თავის კარადაში პოულობს. “ადრე არ მიყვარდა, მაგრამ ახლა მიყვარს”. - იხსენებს რუბენშტაინი.
15. ქერიმ თავისი ლუქი ბერგერთან შესახვედრად და კინოს საყურებლად ექსპრომტად შეარჩია. მსახიობის ჩაცმულობა ყველაზე ჩვეულებრივ და ყოველდღიურ ლუქად მიიჩნევა, რაც კი სერიალის განმავლობაში პაემანზე ეცვა.
16. რატომ არ უნდა გეცვათ ასე, როდესაც საციგურაოდ მიდიხართ?
17. ჰემპტონში ქერი წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კოვბოის ქუდი, გრძელი კაბა და ზოლიანი სამკლავური ეცვა.
18. ბრედშოუ თავის უზარმაზარ კაბაში გამოწყობილი პეტროვსკის ელოდება. “არაფერია იმაზე სამწუხარო, ვიდრე ხედავდე საოცარ ტანსაცმელში გამოწყობილ ლამაზ ქალბატონს, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს”. - ამბობს რუბენშტაინი.
19. “ქერი ყოველთვის ეკლექტური გოგონა იყო”, - ამბობს პატრიცია ფილდი. როდესაც ბრედშოუ თავის ოცნების მამაკაცს ცოლად მიჰყვებოდა, მან არჩევანი ვივიენ ვესტვუდის კაბაზე შეაჩერა. “პატრიციამ ბოლო დღისთვის ბოლო ლუქი შექმნა, - ამბობს რუბენშტაინი - არასოდეს ვისურვებდი ქორწილში მენახა ადამიანი თავზე ლურჯ-მწვანე ბუმბულით, მაგრამ ქერის ამ ლუქისათვის რამე არაორდინარულობა ხომ უნდა შეემატა?”
20. უზარმაზარი ბურთის მსგავსი იასამნისფერი კაბა ქერის მაშინ ეცვა, როცა Sex And The City-ის მეორე ფილმში ის აიდენს მოულოდნელად შეხვდა. “ისეთი კაბის შექმნაზე ვფიქრობდი, რომელსაც ქერი სპორტული სტილის მაისურთან ერთად ჩაიცვამდა, რათა ლუქში ცოტა უცნაურობა შეგვეტანა, ისევე როგორც - ბალერინას კაბაში პირველი სერიებიდან.”
დაწერე კომენტარი