მოდის სახლმა წინა შაბათ-კვირას საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე ალესანდრო მიკელეს იზოლაციისას დაწერილი დღიური გამოაქვეყნა, სახელწოდებით “ჩანაწერები სიჩუმიდან”. დღიურში მოდის სახლის კრეატიული დირექტორი აღნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან მოდის კვირეულზე გუჩი მხოლოდ ორი სეზონის კოლექციას წარადგენს.
ორშაბათს ონლაინკონფერენცია გაიმართა, სადაც ალესანდრო მიკელემ ახალ წამოწყებაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა. “წელიწადში ორი შეხვედრა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ დრო დაუთმო კრეატიულ აზრებს ფორმირებისთვის და ასევე, მეტი დრო მისცე თავად ამ სისტემას განვითარებისთვის”, - აღნიშნა ონლაინშეხვედრისას.
დაწერე კომენტარი