თანამედროვე არტისტებს და მუსიკოსებს თანამშრომლობის გრძელი ისტორია აქვთ.

ახალი ამბავი არაა, რომ მათ ერთობლივად  ხშირად შეუქმნიათ ისეთი ალბომები, რომლებიც სამუდამოდ დაიკავებენ ადგილს ხელოვნების ისტორიაში. გთავაზობთ არტისტების მიერ შესრულებული  საუკეთესო ალბომის 8 გარეკანს.

Peel slowly and see


1967 წლის The Velvet Underground & Nico-ს ალბომის, Peel slowly and see-ის გარეკანი ენდი უარჰოლს ეკუთვნის. ენდის ბევრი ალბომის გარეკანი  შეუქმნია, მაგრამ ამ ალბომისთვის შექმნილი პოპ-არტ ბანანი მისი საკულტო გარეკანი აღმოჩნდა.  ალბომის  ორიგინალი შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და შესაბამისად,  იშვიათობად იქცა. 

Little Creatures 


Talking Heads-ის ალბომის, Little Creatures-ის გარეკანი  მხატვარმა ჰოვარდ ფინსტერმა დახატა  1985 წელს.

Life Is Something Special



კით ჰერინგმა ალბომის, Life Is Something Special-ის გარეკანი Peech Boys-ისთვის 1983 წელს შექმნა. იმ დროს კიტის ნამუშევრები ყველგან იყო - მეტროსადგურების კედლებზე, მაისურებზე... პოპულარული გახდა მისი Swatch-ის საათების სერიაც. Peech Boys ჯგუფი  ნიუ-იორკის ცნობილი დისკო-კლუბის -  Paradise Garage-ის განუყოფელი ნაწილი იყო.

Exile on Main Street



მეოცე საუკუნის დიდებულმა ფოტოგრაფმა რობერტ ფრენკმა 1972 წელს The Rolling Stones-ის ალბომ Exile on Main St.-ისთვის გარეკანი შექმნა. გარეკანი  ცირკის მსახიობთა ფოტოებს მოიცავს.

 

Beat Bop


80-იანი წლების ლეგენდარული რეპერების -  Rammellzee და K-Rob-ის ალბომის გარეკანის დიზაინი ასევე ლეგენდარულმა ნიუ-იორკელმა არტისტმა ჟან-მიშელ ბასკიამ 1983 წელს შექმნა. ბასკიას ეს შავ-თეთრი ნამუშევარი განსხვავდება მისი ფერადი ნამუშევრებისგან, თუმცა  ხელწერა აშკარაა. ალბომის ორიგინალი  მხოლოდ 500 ცალი გამოსცეს. ამიტომაც, დღეს თითქმის მისი არცერთი ვერსია აღარ შემორჩა.

By the Way



By the Way -  Red Hot Chili Peppers-ის ალბომია, რომლის გარეკანიც ჯულიან შნეიბელის მიერ არის შესრულებული, 2002 წელს. ჯულიანის ქალიშვილი, სტელა შნაიბელი  Red Hot Chili Peppers-ის გიტარისტის, ჯონის შეყვარებული იყო. მან ერთხელ აღნიშნა: “ჩემი შეყვარებულის მამამ შემოგვთავაზა ჩვენთვის შეექმნა  album art, ჩვენ მას 8 სიმღერის უხეში მიქსი გავუგზავნეთ და მან სწორედ ამით შექმნა  ალბომის “vibe”. მან თქვა, რომ თუ მისი ნამუშევარი არ მოგვეწონებოდა, ეს არ ეწყინებოდა. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ის, რაც მან შექმნა. მან ასევე, შესანიშნავი გარეკანი შემოგვთავაზა  ყველა სინგლისთვის. ის ნამდვილი ხელოვანია”.

Graduation 


კანიე ვესთის 2007 წელს გამოშვებული ალბომის, Graduation-ის გარეკანი  იაპონელმა არტისტმა ტაკაში მურაკამიმ შექმნა.  “გარეკანი დაფუძნებულია კანიეს სტუდენტური ცხოვრების თემაზე. სკოლა ეს არის ადგილი სიზმრების, სამართლიანობის, გართობის. ზოგჯერ ეს არის ადგილი, სადაც გამოცდი ადამიანის რასის სასტიკ დოგმებს…”, - აღნიშნა თანამედროვე არტისტმა ტაკაშიმ.

We Got It from Here... Thank You 4 Your Service



ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის პიონერი ჯგუფის - A Tribe Called Quest-ის  2016 წლის  ალბომის  - We Got It from Here... Thank You 4 Your Service-ის გარეკანი ამერიკელ არტისტს, რიჩარდ პრინცს ეკუთვნის.