განათების კულტურის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მთელ ამიერკავკასიაში ბრენდ “ახალ ნათებას” უკავშირდება, რომლის პირველი მაღაზიაც 1999 წელს გაიხსნა. სულ მალე “ახალმა ნათებამ” ქართულ ბაზარზე და შემდგომ უკვე რეგიონში დიდ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ პრესტიჟულ და ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე მეზობელ ქვეყნებშიც უზრუნველყოფს რიგ პროექტებს ამ მიმართულებით.  მაღალი ხარისხი, დახვეწილი ვიზუალი, ინოვაცია - ეს იმ მახასიათებელთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის განუყოფელ ნაწილად იქცა. 


2013 წელს შესაძლებლობების საზღვრების გაფართოების მიზნით ბრენდმა თბილისის ცენტრალურ მაღაზიაში ავეჯის სალონი - ფორუმი გახსნა, რომელიც პრემიურ კლასის, საიმიჯო შოურუმს წარმოადგენს. “ფორუმი” თავის მხრივ ქართული ბიზნესის სივრცისთვის წინგადადგმული ნაბიჯი და დიდი სიახლეა, რომელიც იმ უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ერთ სივრცეში, კომფორტულად მსოფლიო ბრენდების ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შერჩევა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის პროდუქციას ეძებთ, იქნება ეს სამზარეულოს, მისაღები ოთახის, საძინებლისა თუ გარე გამოყენების პროდუქცია, 3500 კვ. მ  სივრცეში სასურველი ნივთის შერჩევის პროცესი მარტივი და სასიამოვნო ხდება. ამასთან, “ფორუმი” მისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მახასიათებლებითაც გამორჩეულია, სადაც ევროპული ბრენდების - იტალიის, გერმანიის, ბელგიის, ავსტრიისა და საფრანგეთის და სხვა ქვეყნის მწარმოებლების მიერ შექმნილი სხვადასხვა სტილისა და საფასო კატეგორიის უმაღლესი ხარისხის ნაკეთობებს აღმოაჩენთ.




“ფორუმში” წარმოდგენილ ბრენდებს შორის ერთ-ერთი ლიდერი გერმანული  Hulsta-ია, რომლის მინიმალისტური, ხარისხიანი, კომფორტული და მრავალფეროვანი ავეჯი ევროპის წამყვან ბრენდებს შორის მოწინავე პოზიციას დიდი ხანია იკავებს. ხაზგასმული ინდივიდუალიზმი Hulsta-ს ნატურალური ხისგან დამზადებულ მისაღები ავეჯის სტენდებში, თაროებსა და კედლებშიც გამოიხატება, რომელიც თანამედროვე დიზაინის უნიკალური ნიმუშებია. ამასთან, ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის Hulsta-ს მთავარ ღირებულებას - უმაღლესს ხარისხს.


Hulsta-ს გარდა “ფორუმში” შვედური კომპანიის, Furninova-ს მინიმალისტური დიზაინის პროდუქციასაც აღმოაჩენთ. ბრენდი, რომელიც, ძირითადად, ბუნებრივი მასალებით დამზადებულ ავეჯს ქმნის, მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად შეუკვეთონ  სასურველი დიზაინის ავეჯი და საკუთარი სივრცე ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი პროდუქციით მოაწყონ. Furninova-ს სადა და დახვეწილი დიზაინი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნილებებზე.



1982 წელს შექმნილი ესპანური კომპანია La Forma “ფორუმის” ერთ-ერთი გამორჩეული დისტრიბუტორი ბრენდია, რომლის ფოკუსშიც დიზაინი და ხარისხი ექცევა. მათი პროდუქცია, ძირითადად, თანამედროვე ხაზით ვითარდება, შესაბამისად, La Forma-ს წარმოებული ავეჯი იმ ტენდენციებსა და მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, რომლებიც დღეს თანამედროვე ადამიანს ახასიათებს. გარდა ამისა, კომპანია ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს და განავითაროს მასალები, რათა კიდე უფრო მაღალი დონისა და ხარისხის ავეჯი შექმნას.



დანიურ კომფორტს რაც შეეხება, “ფორუმში” წარმოდგენილი ბრენდი Theca ამის გარანტია. დიზანისა და ბრენდინგის უნიკალური კომპეტენცია, რომელიც დანიური მწარმოებლის განუყოფელი ნაწილია, მის ბუნებრივი, პრემიუმ ხარისხის მასალებისგან შექმნილ ავეჯში გამოიხატება. Theca-ს ტექსტილითა და ტყავის ელემენტებით გაჯერებული კოლექციები ნებისმიერ ინტერიერში შეიტანს სიმყუდროვეს.

ეს იმ ევროპული ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სასიამოვნოდ და მარტივად შერჩევა ავეჯის სალონ “ფორუმშია” შესაძლებელი. ეს ის უნიკალური ადგილია, რომელიც ნებისმიერი სივრცის მოსაწყობად იდეალურია, იქნება ეს სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ოფისი თუ საზოგადოებრივი ობიექტი. თანაც, რაც მთავარია, “ფორუმში” წარმოდგენილი პროდუქცია მთელი რიგი ღირებულებების - უმაღლესი ხარისხის, ინოვაციებისა და გამორჩეული დიზაინის გათვალისწინებით სრულყოფილი და მრავალფეროვანი არჩევანის წინაპირობაა.