კენდრიკ ბენგს კელოგი ამერიკელი არქიტექტორია, რომლის ნამუშევრები ინოვაციური, ორგანული არქიტექტურული სტილითაა ცნობილი. მის მიერ დაპროექტებული შენობებიდან გამოირჩევა კალიფორნიისუდაბნოს სახლი”, რომელიც სწორედ ორგანული არქიტექტურის ერთ-ერთ მიღწევას წარმოადგენს.




Joshua Tree-
ის ეროვნულ პარკთან მდებარე, 10-აკრიან ქვიან ნიადაგზე განლაგებულ 4643 კვადრატული ფუტის სახლს, რომელიც 1993-ში აშენდა, 3 საძინებელი და 3 სააბაზანო აქვს.


ბევ და ჯეი დულიტლებმა არქიტექტორს მშენებლობისას სრული თავისუფლება მისცეს, მიწის ნაკვეთი მთლიანად მის განკარგულებაში იყო, შედეგად კიუდაბნოს სახლიმიიღეს. წყვილმა სახლში 10 წელზე მეტი დაყო, ხოლო 2014 წელს სახლი TTK Represents-უძრავი ქონების სააგენტოს გადაეცა 3 მილიონად.




ჯონ
ვურგინიმა კი, რომელიც არქიტექტორის კოლაბორატორი და ინტერიერის დიზაინერია, უდაბნოს სახლზე 2000-იანი წლების ჩათვლით მუშაობდა.