ზაფხული წელიწადის ყველაზე მხიარული სეზონია, როცა სამსახურისგან ან სწავლისგან ვისვენებთ და გარეთ გასვლა, მეგობრების ნახვა და გართობა გვინდა. თუმცა, იმის გამო, რომ თითქმის სამი თვე სახლში გავატარეთ, შესაძლოა ეს პროცესი სტრესული ან უბრალოდ მოსაწყენი აღმოჩნდეს. იმისთვის, რომ თავი უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოთ, ჟურნალი Hammock გთავაზობთ გამორჩეულ და საინტერესო საზაფხულო ნივთებს, რომელთაც  ონლაინ მაღაზია Buyers-ში შეიძენთ. 

Teeshirt Doggyrock


ზოგადად, ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია ისეთი საბაზისო ტანსაცმელი, რომელიც ბევრ სხვადასხვაგვარ სტილს უხდება. საზაფხულო კოლექციიდან ერთ-ერთი საუკეთესო Maison Labiche-ს მინიმალისტური დიზაინით შექმნილი ბამბის მაისურია, რომელიც მცირე  დეტალითაა გახალისებული. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ბრენდი მთლიანად იცავს ე.წ. ეთიკური მოდის სტანდარტებს - მათი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და თანამშრომლებსაც ღირსეულად ექცევიან.

Waves Of Pink

ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი, რა თქმა უნდა, მზის სათვალეა. R.T.CO-ს ღია ვარდისფერი სათვალე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა, რომელიც თითქმის ნებისმიერ სახის ფორმას მოუხდება. 

Round Topaz Ring


იმის გამო, რომ ამ სეზონზე, როგორც წესი, უფრო მხიარულები და ენერგიულები ვართ,  სხვა ტიპის აქსესუარების შეძენაც კარგი იდეაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი  ირმა გოგლიძის დიზაინით შექმნილი ვერცხლისა და ტოპასის ძალიან ლამაზი და დახვეწილი ბეჭედია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას მოუხდება.


Mid Day Blue Sun Lotion

სიცხეში ძალიან მნიშვნელოვანია კანის კარგი დაცვა, რისთვისაც მსუბუქი და ნაზი ტექსტურის მქონე Klairs-ის დამცავი ლოსიონი იდეალური საშუალებაა, რომელიც მზეზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა წაისვათ. პროდუქტს  მოსახერხებელი დიზაინი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ გარეთ ყოფნა დიდი ხნის მანძილზე გიწევთ, მარტივად შეძლებთ მის თან ტარებას.


Mask No.1 L'HYDRATATION

მზე არა მხოლოდ კანზე, არამედ თმაზეც უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ზაფხულში თმის დატენიანებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამისთვის David Mallett-ის დამატენიანებელი ნიღაბი ძალიან კარგი არჩევანია. ეს პროდუქტი სწორედ მშრალი თმისთვისაა შექმნილი და არ შეიცავს პარფიუმს, რაც ერთ-ერთი მთავარი ნიშანია  ამგვარი ტიპის ნაწარმის  შესარჩევად.  

Wine Bag


როგორც ვთქვი, ამ პერიოდში მეგობრებთან ერთად გარკვეული დროის გატარება არც ისე ცუდი იდეაა. იმ შემთხვევაში, თუ საყვარელ ადამიანებთან სტუმრობას ან მათთან ერთად პიკნიკის მოწყობას გეგმავთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული შენაძენი მარტივად სატარებელი ღვინის ჩანთაა. 


Table Talk Placecards

სავარაუდოა, რომ მეგობრები დიდი ხანია არ გინახავთ,  თუმცა რადგან იზოლაციის დროს ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო თითქმის არაფერი ხდებოდა, შესაძლოა მათთან შეხვედრა და საუბარი მოსაწყენი, ან სულაც სტრესული აღმოჩნდეს. ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გამოსავალი სამაგიდო თამაშებია. ამჯერად მინდა The School of Life-ის Table Talk-ის ნაკრები გირჩიოთ, რომელიც უამრავ საინტერესო შეკითხვას აერთიანებს. შეგიძლიათ შეკითხვები შემთხვევითობის პრინციპით აარჩიოთ და გრძელი დისკუსია გამართოთ. 


Astrology Puzzle

 

სამაგიდო თამაშებიდან კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანი ფაზლია. Abrams And Chronicle Books-ის დიზაინით შექმნილი ფაზლი ასტროლოგიის მოყვარულებს ძალიან გაახარებთ, თუმცა ის კარგი გასართობია  მათთვისაც, ვისაც ასტროლოგია არ უყვარს. მიზეზი მარტივია -  ფაზლი 1000 ნაჭრისგან შედგება და ასაწყობად საკმაოდ რთულია, ამასთან ერთად კი ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს.