წლეულს პარიზის მოდის კვირეულზე Prada-ს ქვეკომპანიის - ბრენდ Miu Miu-ს ჩვენება Place d’Iena-ში გაიმართა. გარდა იმისა, რომ ნეონის ღია ვარდისფერმა განათებებმა კვირეულის ბოლო დღეს სასიამოვნო ელფერი შესძინა, წითელი ხავერდის, კინოთეატრის პლუშის სკამები და ჩუქურთმებიანი ბილიკის ხალიჩა, 80-იანი წლებისა და არტ-დეკოს დროინდელ ნოსტალგიას ქმნიდა.
ჩვენება მიუზიკლ „კაბარეს“, ლუი რიდისა და დევიდ ბოუის სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც Miu Miu-ს სამოსთან ერთად, 30-იანი და 80-იანი წლების ბერლინს გვახსენებდა. კოლექციის სახელწოდებაა TOYING WITH ELEGANCE. შოუ მიმდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკური, ჯანდაცვითი თუ გარემოსდაცვითი კრიზისული პერიოდისგან თავს იზოლირებულად გვაგრძნობინებდა. სწორედ ამიტომ, იგი დაახასიათეს, როგორც „უკანასკნელი სილამაზის წამი“, „ბოლო ცეკვა დამარცხებამდე“. ეს იყო მომხიბვლელი, შეუჩერებელი და ეროტიკული კაბარე, ცივი გარე სამყაროს პირისპირ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენება ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა სტორმ რიდმა გახსნა. მსახიობი Euphoria-დან აბრეშუმის ოქროსფერ კაბასა და ბამბის სქელ მოსაცმელს ატარებდა. მისი თმის სამაგრი, შოუს ყველა სამკაულთან ერთად, მოდის სახლის დირექტორის - მიუჩია პრადას ძვირფასეულობების რეპლიკებია; ამასთან, კოლექცია ცხოველების პრინტებით, გრძელი მოსაცმელებითა და კრისტალებით ბზინვარე სექსუალური კაბებით, დიდი ზომის პლატფორმებთან კარგად იყო შეხამებული.
დაწერე კომენტარი