გუჩიმ და Tennis Clash-მა სულ ახლახან მათი თანამშრომლობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.



თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა თამაშის ორი პერსონაჟი - დიანა და ჯონა, რომლებსაც გუჩის ტანსაცმლით, ქუდებით და სხვა აქსესუარებით  შემოსავენ. გუჩისა და Tennis Clash-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსისა და აქსესუარების შეძენას ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეც  შეძლებთ.


გარდა ამისა, თამაშის მომხმარებელს შეეძლება ვირტუალურ ტურნირში - Gucci Open-ში მონაწილეობის მიღება. ტურნირში მოთამაშეებს გუჩის ბრენდირებული ჩოგბურთის ჩოგნის გამოყენება და კორტის ხილვის საშუალებაც ექნებათ.

გუჩის და Tennis Clash-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი თამაში 18 ივნისს გახდება ხელმისაწვდომი.