ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ მთელი ამერიკის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და მის გარეუბნებში ხალხი ქუჩებში გამოვიდა და ფლოიდის სიკვდილისთვის პოლიციელებს პასუხს სთხოვდნენ, ისინი სამართლიანობის აღდგენას ცდილობდნენ, თუმცა ამან კიდევ უფრო მეტი ძალადობა გამოიწვია და ეს ადამიანებიც უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ.

ბევრ ქალაქში სამიზნე ტანსაცმლის  მაღაზიებიც  კი გახდა -  ზოგი გაძარცვეს, ზოგი კი ცეცხლსასროლი იარაღებით დალეწეს  და ცეცხლი წაუკიდეს. ნიუ-იორკში Bloomingdale’s-ის, Gucci-ისა და Nike-ის მაღაზიებს დაესხნენ თავს, ხოლო ლოს-ანჯელესში Rodeo Drive-ის ბევრი ბუტიკი გაანადგურეს, მათ შორისაა Alexander McQueen-ის, Chanel-ისა და Marc Jacobs-ის მაღაზიები.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

A life cannot be replaced. Black Lives Matter. Marc Jacobs. Los Angeles, CA. May 31, 2020

A post shared by Marc Jacobs (@marcjacobs) on

 
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბრენდს ზარალის  გამო ხმა არ ამოუღია, Marc Jacobs-მა პროტესტის მხარდასაჭერად თავის ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. სურათზე მოდის სახლის ბუტიკია გამოსახული, რომლის ლოგოც პროტესტანტებმა ჯორჯ ლოიდლისა და სანდრა ბლანდის (შავკანიანი ქალი, რომელიც ასევე პოლიციის მიერაა მოკლული 2015 წელს) სახელებით ჩაანაცვლეს. „სიცოცხლის დაბრუნება შეუძლებელია. შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, - წერს დიზაინერი ინსტაგრამზე.

პოსტის გამო, რომელიც დიზაინერმა ასეთი სათაურით გამოაქვეყნა:  „საკუთრების დაბრუნება და განახლება შესაძლებელია, თუმცა ადამიანის სიცოცხლეს ვერ დააბრუნებ“, მას  ერთ-ერთმა  გამომწერმა გიჟი უწოდა და ჰკითხა, თუ რას იზამდა მისი მაღაზიის განადგურების შემთხვევაში, რაზეც ჯეიკობსმა უპასუხა, რომ ის წინა ღამით უკვე გაანადგურეს.