კინორეჟისორმა სპაიკ ლიმ მოკლემეტრაჟიანი ფილმით - 3 Brothers – Radio Raheem, Eric Garner And George Floyd - კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ გამოხატა თავისი სათქმელი და რეაქცია იმ ფაქტზე, რომელიც თეთრკანიანი პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილსა და ზოგადად, რასისტულ ჩაგვრას უკავშირდება.
ლიმ ფილმი CNN-ის სპეციალურ გამოშვებაში - I Can’t Breath: Black Men Living and Dying In America-ში წარადგინა. მასში, როგორც რაჰიმის, ასევე ჯორჯ ფლოიდისა და ერიკ გარნერის მკველობების ვიდეომასალებია ნაჩვენები. სპაიკ ლის თქმით, შავკანიანებს ოდითგანვე თავს ესხმოდნენ და ისტორიაც კიდევ ერთხელ მეორდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივეს ცივსისხლიან მკვლელობას ერთი ხელწერა აქვს - თეთრკანიანი რასისტი პოლიციის ოფიცრები.
იხილეთ ფილმი:
დაწერე კომენტარი