ჯეიმი ჰოლმსი ლუიზიანელი თვითნასწავლი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც, უმეტესად, თანამედროვე შავკანიანი ოჯახების ცხოვრებას ასახავს. ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ჰოლმსმა 30 მაისს ამერიკის 5 ქალაქში მფრინავი ბანერები გაუშვა, რომლებზეც ჯორჯის ბოლო ფრაზები - „გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ“, „მუცელი მტკივა“, „ყველაფერი მტკივა“ და „ისინი ჩემს მოკვლას აპირებენ“ - შავად, ხოლო მეხუთე ფრაზა - „კისერი მტკივა“ - წითელი ასოებით იყო გამოსახული. წარწერების გავრცელების გარდა ხელოვანი იმედოვნებს, რომ ფოტოებისა და სოციალური მედიის მეშვეობით მისი განცხადება მთელ მსოფლიოს მოედება
ჰაერში გაშვებულმა ბანერებმა, რომლებსაც ფლოიდის საბოლოო სიტყვები ეწერა, მინეაპოლისის ნაციონალური პროტესტის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ეს ადგილები გააერთიანა. ეს იყო შავკანიანთა მიმართ პოლიციის სისასტიკის საწინააღმდეგო პროტესტი“. თავის ინსტაგრამის გვერდზე ატვირთულ ფოტოებს ჰოლმსმა ასეთი სათაური გაუკეთა: „პრეზენტაციის მიზანია გააერთიანოს ადამიანები და მოუწოდოს მათ შეწყვიტონ ამერიკის მოქალაქეებისადმი საშინელი მოპყრობა. ფლოიდის ბოლო სიტყვების გავრცელებით მინდა ვთქვა, რომ ის, რისი მსხვერპლიც ჯორჯი გახდა, ამერიკის მასშტაბით ყოველდღიურად ემართებათ შავკანიან ადამიანებს“.
დეტროიტი: „გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ“ (Please, I Can’t Breath)
მაიამი: „მუცელი მტკივა“ (My Stomach Hurts)
დალასი: „კისერი მტკივა“ (My Neck Hurts)
ლოს-ანჯელესი: „ყველაფერი მტკივა“ (Everything Hurts)
ნიუ-იორკი: „ისინი ჩემს მოკვლას აპირებენ“ (They Are Going To Kill Me)
დაწერე კომენტარი