ზოგჯერ ჩვენებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდა. ხშირად დიზაინერები თავიანთი კოლექციებით პოლიტიკურ და ეკოლოგიურ განცხადებებსაც აკეთებენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილებასთან თუ თანასწორობის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგი ამ პლატფორმას იყენებს, რათა რომელიმე ეპოქის ხასიათი დაანახვოს მაყურებელს, ზოგიც კი თუნდაც ხუთწუთიანი ჩვენებით ცდილობს თაყვანისმცემლები ცოტა ხნით მაინც ჩამოაშოროს ყოველდღიურ პრობლემებს და ამ ჯადოსნურ სამყაროში ჩაითრიოს.
მაგალითად, ჟან-პოლ გოტიეს 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელშიც დიზაინერმა მოდელებს ისე ჩააცვა, თითქოს „ამერიკული სილამაზის“ კონკურსის მონაწილეები ყოფილიყვნენ, ან შანელის ერთ-ერთ ჩვენება, რომელზეც ნაომი ქემბელი რეტრო როლიკებით გავიდა პოდიუმზე, ჩალაიანმა კი ისეთი ქურთუკები შექმნა, რომლებიც წვიმის დროს დნებოდა და იშლებოდა.
ფენდის ჩინეთის კედლზე გამართული ჩვენებით დაწყებული, დიორით დამთავრებული, რომელშიც საოცარი ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ, Hammock ყველა დროის 15 ყველაზე თეატრალურ ჩვენებას გთავაზობთ. .
1. კრისტიან დიორი - 2003 წლის გაზაფხული-ზაფხული
2. ალექსანდრ მაკ-ქუინი - 1998 წლის შემოდგომა-ზამთარი
3. მარკ ჯეიკობსი - 2012 წლის შემოდგომა-ზამთარი
4. ტიერი მაგლერი - 1995 წლის შემოდგომა-ზამთარი
5. ჰუსეინ ჩალაიანი - 2016 წლის ჩვენება
6. ბალენსიაგა - 2020 წლის შემოდგომა-ზამთარი
7. ჯონ გალიანო - 2008 წლის შემოდგომა-ზამთარი
8. ტერი მიუგლერი - 1994 წლის შემოდგომა-ზამთარი
9. ალექსანდრ მაკ-ქუინი - 2001 წლის გაზაფხული-ზაფხული
10. შანელი - 1994 წლის ჩვენება
11. ჯონ გალიანო - 1997 წლის გაზაფხული-ზაფხული
12. მოსკინო - 1991 წლის შემოდგომა-ზამთარი
13. ფენდი - 2007 წლის შემოდგომა-ზამთარი
14. ჟან-პოლ გოტიე - 2015 წლის გაზაფხული-ზაფხული
15. ლუი ვიტონი - 2014 წლის გაზაფხული-ზაფხული
დაწერე კომენტარი