სია, რომელიც სავსეა რომანტიკით, თავგადასავლებითა და  გემოვნებიანი ჩაცმის სტილით - 9 ყველაზე მოდური წყვილი კინემატოგრაფიის ისტორიაში.

Sailor and Lula - Wild at heart


ნიკოლას ქეიჯი და ლორა დერნი, როგორც სეილორი და ლულა დევიდ ლინჩის ფილმში -  Wild at heart. ფილმი 90-იანი წლების კრიმინალური დრამაა სიყვარულზე, რომელიც გვაძლევს უამრავ მოდურ შთაგონებას.  “ოდესმე მითქვამს, რომ ეს ქურთუკი  ჩემი ინდივიდუალურობისა და პიროვნული თავისუფლების რწმენის სიმბოლოა?”, -  ეკითხება სეილორი ლულას.

 

Marge and Dickie - The Talented Mr. Ripley


ენტონი მინგელას ფილმი - The Talented Mr Ripley ცნობილია, როგორც  ღირებულებით, ასევე მოდურობით. ჯუდ ლოუ, გვინეტ პელტროუ და მეთ დეიმონი -  ვარსკვლავური ქასთისგან შემდგარი ფილმის სიუჟეტი 1950 წელს ვითარდება. ნაქსოვი პოლო და საყელოიანი პერანგები, მსუბუქი და ნაზი ფერები კარგად გადმოსცემს 50-იანი წლების მოდას.

Ferdinand and Marianne - Pierrot Le Fou 

ჟან-ლუკ გოდარის ფილმში, Pierrot Le Fou ჟან-პოლ ბელმონდო და ანნა კარინა ფერდინანდის და მარიანას როლს თამაშობენ. ეს ამბავიც კრიმინალური დრამაა სიყვარულზე და რომანტიკულ თავგადასავალზე. შლაქსის შარვალი, თეთრი მაისური, პერანგი და თეთრი წინდები, მეზღვაურის ქუდი და სხვა, ერთი შეხედვით მარტივი ლუქებიილმს ძალიან გემოვნებიანს ხდის.

Annie and Alvy - Annie Hall


1997 წელი - ეს ის პერიოდია, როდესაც ფართო შარვლები და პერანგის  დიდი საყელოებია მოდაში. ამავე წელს გამოვიდა ვუდი ალენის ფილმიც - Annie Hall, სადაც ალვის როლს თავად ვუდი და ენნის როლს დაიანა კიტონი თამაშობენ. მართალია, ენნის ლუქებს რალფ ლოურენის ჩარევა ნამდვილად ეტყობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ  ტანსაცმელი ძირითადად დაიანას გარდერობიდან იყო. მაღალწელიანი ფართო შარვლები, ჟილეტები, პერანგები. ენნის მამაკაცურ სტილს ყოველთვის ამშვენებდა აქსესუარები - ქუდები, გრძელი კისერზე ჩამოშლილი ან მომდგარი შარფები, სათვალეები და სხვა.

Pris and Roy - Blade Runner

რიდლი სკოტის ფილმი - Blade Runner 1982 წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდი ხმაურიც დაიმსახურა. პრისი და როი გამორჩეული წყვილია, მათი გოთური ხასიათი შესაფერისია შავ, ფანკურ სტილთან. მძიმე ტყავი, დიდი ჩექმები, მუქი მაკიაჟი და თეთრი თმა. მათმა სტილმა ხალხის ყურადღება მალევე მიიპყრო, რადგან ისინი არ ჰგავდნენ სხვა წყვილებს 70-იანი წლების პოპულარული ფილმებიდან.

 Su Li-zhen and Chow Mo-wan - In The Mood For Love


ვონგ კარ-ვაის რომანტიკულ დრამაში ჩოვ მო-ვენი მელანქოლიური პერსონაჟია, რომელიც პლატონურ ურთიერთობას იწყებს სუ ლი-ჯენთან. ფილმი - In The Mood For Love სავსეა მშვიდი ჯაზით და დაბალი განათებებით, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს  ხდის მათ ჩაცმულობას. სუს ფართოსახელოებიანი მოსასახამები, ტრადიციული ნაქარგები მის ატლასის კაბებზე - მსუბუქი და ესთეტიკური სანახაობაა.

 Elio and Oliver - Call Me By Your Name

 

ფილმი,  რომლის სიუჟეტი 1983 წელს “სადღაც” ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება, ლუკა გუადანინოს რეჟისორობით 2017 წელს გამოვიდა. ელიო - ტიმოთი შალამეს და ოლივერი - არმი ჰამერის შესრულებით, ის წყვილი აღმოჩნდა, რომელმაც მაყურებლის სიყვარული მალევე მოიპოვა. მათი სტილის მთავარი მესიჯი სიმარტივეა, ფართო პერანგები, გახუნებული ჯინსები, “varsity” წინდები და მოკლე შორტები.

 Queen And Slim



ქუინი და სლიმი დამნაშავე, პოლიტიკურ უსამართლობას შეწირული წყვილი, მელინა მაცუკას 2019 წლის ფილმის - Queen And Slim-ის მთავარი პერსონაჟები არიან. მაღალი გველის პრინტის ჩექმები  ვეფხვისპრინტიან კაბაზე და სლიმის tracksuit ყველაზე გამორჩეული ლუქია ფილმიდან. თუკი ფილმი ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენი ფილმების სიას. ეს არის ამაღელვებელი ისტორია. ხელოვნებით გამოხატული პროტესტი, რომელიც სავსეა ჰიპ-ჰოპის საუნდტრეკებით და გემოვნებიანი სამოსით.

Jo and Laurie - Little Women (2019)

გრეტა გერვიგის 2019 წლის ფილმში,  Little Women, ჯოს და ლორის პერსონაჟებს სორშა რონანი და ტიმოთი შალამე ასრულებენ. მართალია, მათი ურთიერთობა სასიყვარულო რომანი არ არის, მაგრამ მათი წყვილი ნამდვილად იმსახურებდა აქ მოხვედრას. ისინი ორივე მოდურ კლასიკურ სამოსს ატარებენ,  ამ სიაში მოხვედრის მიზეზი კი ისაა, რომ მათი ტანსაცმელი ყოველთვის  შეხამებულია და ხშირად ისინი ერთმანეთის სამოსაც კი იცვამენ, რაც მათ ძლიერ მეგობრობაზე მიუთითებს.