ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციელის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი მომხდარის პროტესტის ნიშნად  ქუჩაში გამოიყვანა. 25 მაისს მინეაპოლისში მომხდარმა ამ საზარელმა ფაქტმა ადამიანები Black Lives Matter კამპანიის ფარგლებში რასიზმის, სისტემური ძალადობისა და უთანასწორობის მიმართ პროტესტის გამოსახატად კიდევ ერთხელ გააერთიანა. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ სინამდვილეში Black Lives Matter კამპანია ახალი სულაც არ არის და ის  ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამდე ბევრად ადრე, 2013 წელს დაიწყო, მაშინ როცა სასამართლომ შავკანიანი თინეიჯერის, ტრეივონ მარტინის მკვლელობაში ბრალდებული სამოქალაქო პატრულის წევრი ჯორჯ ციმერმანი უდანაშაულოდ სცნო.  


ციმერმანის გამართლებას მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ციმერმანი მკვლელობის მოტივად ტრეივონ მარტინის თავდასხმას ასახელებდა. საზოგადოება მიიჩნევდა. რომ ეს შემთხვევა არა პოლიციელის თავდაცვის მცდელობა, არამედ რასობრივი ჩაგვრისა და სიძულვილის შედეგი იყო. ტრეივონ მარტინის მკვლელობისა და ციმერმანის გამართლების პასუხად, იმავე წელს სამი შავკანიანი რადიკალი აქტივისტის - ალისია გარსას,  პატრისია კულორსის და ოპალ თომეტის ორგანიზებით მოძრაობა Black Lives Matter შეიქმნა, რომელიც დღეს ძირითადად მსოფლიოს სამ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში ფუნქციონირებს, თუმცა გარდა ამ ქვეყნებისა, პერიოდულად მსოფლიოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ძირითადად შავკანიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ სისტემურ რასიზმს და პოლიციის მხრიდან სასტიკ ძალადობრივ მოპყრობას აპროტესტებს. გარდა ამისა, Black Lives Matter კამპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შავკანიანი ქალებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ ძალადობრივ ქმედებებსაც, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მოტივით აქამდე მომხდარ უამრავ შემთხვევაში, ტრეივონ მარტინის მკვლელობის მსგავსად, ხშირად ფატალურად დასრულებულა.


ციმერმანის მიერ ტრეივონ მარტინის მკვლელობის შემდეგ, 2014 წლიდან დღემდე, მოძრაობის პროტესტი პოლიციის მხრიდან ერიკ გარნერის, ჯონ კრავფორდის, მაიკლ ბრაუნის, ანტონიო მარტინის და სხვა უამრავი სახელისა და გვარის მკვლელობების პროტესტით გაგრძელდა. თუკი ერთმანეთისგან განსხვავებული ამ ასობით ადამიანის ისტორიებს წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ მათ შორის  ძირითადი მსგავსება მათი მკვლელების სამოქალაქო სტატუსსა და ამ ადამიანების კანის ფერს შორის შეინიშნება, რაც, როგორი სამწუხაროც  უნდა იყოს, მათი გარდაცვალების მთავარი მიზეზია. ბოლო და მიმდინარე პროტესტი, რომელიც Back Lives Matter კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, სულ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ჯორჯ ფლოიდის ამბავს უკავშირდება. მისი ისტორია ძალიან ჰგავს ყველა დანარჩენისას, თუმცა განსხვავებულია ძალადობის ფორმა - სამართალდამცველმა დერეკ შოვინმა ჯორჯ ფლოიდი ფაქტობრივად კისერზე დაჭერით გაგუდა.  მიუხედავად იმისა, რომ  მსხვერპლის ბოლო სიტყვები იყო - "ვეღარ ვსუნთქავ" -  პოლიციელი მას რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში განუწყვეტლივ აწამებდა. ამ საზარელმა მკვლელობამ არა მხოლოდ Black Lives Matter კამპანია და მსოფლიოს უამრავი ქალაქის ქუჩები, არამედ მთელი ცივილიზებული საზოგადოების ცნობიერება მოიცვა, მათ შორის იყვნენ მოდისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და რასიზმის პრობლემას სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურნენ.

Marques Almeida

ბრენდმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვებიდან 20%-ს მოძრაობა  Black Lives Matter-ის კამპანიის ანგარიშზე გადარიცხავს.

Marta Jakubowski

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

🖤 Selling Made-to-order Cut-Out Tops in all sizes for £170 (plus shipping) to support @blackvisionscollective All profits from the sale will be donated. Please DM for more details 🖤 #blacklivesmatter

A post shared by Marta Jakubowski 💃🏼 (@martajakubowski) on

 ლონდონელმა დიზაინერმა მარტა იაკუბოვსკიმ საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა  მის მიერ შექმნილი შავი ფერის ზედატანი, რომლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ფონდ Black Vision Collective-ში გადარიცხავს.

Gucci

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

Words by @cleowade

A post shared by Gucci (@gucci) on

 ბრენდმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე  სოლიდარული განცხადება გამოაქვეყნა, მესიჯით "ჩვენ უნდა დავასრულოთ რასიზმი".   

Marc Jacobs

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

A life cannot be replaced. Black Lives Matter. Marc Jacobs. Los Angeles, CA. May 31, 2020

A post shared by Marc Jacobs (@marcjacobs) on

ჯორჯ ფლოდის მკვლელობით გამოწვეულმა საპროტესტო აქციებმა ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ქალაქში უმართავი პროცესის სახე მიიღო. ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღებით თავს ესხმოდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ Adidas-ის, Nike-ის, Alexander McQueen-ის, Marc Jacobs-ის ტანსაცმლის მაღაზიებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდებმა თავდასხმების შედეგად დიდი ზარალი განიცადეს, ზოგიერთმა მათგანმა სოციალურ  ქსელებში  რასიზმის საწინააღმდეგო და Black Lives Matter კამპანიის მხარდასაჭერი განცხადებები გამოაქვეყნა, მათ შორის იყო მარკ ჯეიკობსიც, რომელმაც თავისი ბუტიკის ფოტო ატვირთა, რომელზეც ბრენდის სახელი იყო გადახაზული და   პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ლოიდლისა და სანდრა ბლანდის სახელებით იყო ჩანაცვლებული.

Nike

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

Let’s all be part of the change. ⠀ ⠀ #UntilWeAllWin

A post shared by Nike (@nike) on

 სპორტული ტანისამოსის ბრენდმა Nike-მა საკუთარ ინსტაგრამზე მიმდინარე მოვლენებისადმი მხარდამჭერი ვიდეო   გამოაქვეყნა, მესიჯით "ყოველი ჩვენგანი უნდა ვიყოთ ცვლილების ნაწილი".

Adidas

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

Take action. Things won’t change unless we create that change.

A post shared by adidas (at 🏡) (@adidas) on

 კომპანია Adidas-მა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სიტყვა "რასიზმი" წითელი ხაზით იყო გადახაზული. "ჩვენ  გვაქვს ძალა, რომ ყველაფერი შევცვალოთ, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც არასწორია და ვეცადოთ, რომ სწორი მხრისკენ შევცალოთ".

Versace

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

#BlackLivesMatter

A post shared by Versace (@versace) on

 "უთხარი არა რასიზმს", -  წერს  "ვერსაჩე"  Black Lives Matter კამპანიის მხარდასაჭერად.

Fendi

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

#BlackLivesMatter

A post shared by Fendi (@fendi) on

 "Fendi-ის ოჯახი ნებისმიერი ფორმის რასიზმის წინააღმდეგია", -  წერს კომპანია თავის ინსტაგრამის გვერდზე.

Jean Paul Gaultier

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

FIGHT RACISM, 1997. #BlackLivesMatter

A post shared by Jean Paul Gaultier (@jpgaultierofficial) on

 ებრძოლე რასიზმს, -  წერს ჟან პოლ გოტიე  ინსტაგრამის გვერდზე და ამ განცხადებას თან ურთავს 1997 წლის ნამუშევარს.

Dior

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

During this painful time, it is important to openly acknowledge the fear, anxiety, anger and sadness that many of you may be feeling. At Dior, we are allies in the fight against racism and our hearts go out to all those who suffer because of these senseless acts of aggression and injustice. Dior does not tolerate any form of discrimination and we do not advocate violence. We believe in the humanity of people and the importance of every life. #blacklivesmatter

A post shared by Dior Official (@dior) on

 "Dior ეწინააღმდეგება ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმას, ჩვენ გვჯერა ადამიანის ჰუმანური ბუნებისა და იმის, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვანია",  - წერს ბრენდი  ინსტაგრამის გვერდზე.

Louis Vuitton

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

MAKE A CHANGE. FREEDOM FROM RACISM TOWARDS PEACE TOGETHER. #BlackLivesMatter Video by Julian Klincewicz commissioned by #VirgilAbloh, on the occasion of his inaugural season for #LouisVuitton. The film was exhibited as part of his Coming Of Age exhibition.

A post shared by Louis Vuitton Official (@louisvuitton) on

 მიმდინარე მოვლენებს Louis Vuitton და მისი მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვირჯილ აბლოც გამოეხმაურა. თავდაპირველად მან განადგურებული მაღაზიების გამო პროტესტი გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არა შენობები, არამედ ადამიანების სიცოცხლეა, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებ.

Prada

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

The Prada Group is outraged and saddened by the injustices facing the Black community and stands in steadfast support and solidarity against racism. We raise our voice and continue to work with our Diversity and Inclusion Council to fight for racial justice everywhere.

A post shared by Prada (@prada) on  

სხვა მოდის ბრენდებთან ერთად ანტირასისტულ მოძრაობას შეუერთდა Prada-ც, რომელმაც მხარდასაჭერი განცხადება თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

Burberry

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

We speak today as members of a global community, united in solidarity with those who are standing up for change. . The murders of George Floyd, Breonna Taylor, Ahmaud Arbery, Tony McDade and too many others are a painful reminder of how far we still need to go in the fight against racism and all forms of inequality. . As human beings, we all need to do better. If we are to build a truly inclusive society where everyone is respected and valued, we need to speak up, listen to and learn from one another and take action. . At Burberry, we have made a commitment to fostering a culture of inclusion, equity and belonging. Now more than ever, we stand strongly by it, informed by each other and our Diversity and Inclusion Councils. . As allies, we are adding our voice to the call for the change that is needed. As part of this we will be making a donation to Black Lives Matter. . #blacklivesmatter

A post shared by Burberry (@burberry) on

 "აქ რასიზმის ადგილი არ არის!"  - ამ განცხადებით Burberry Black Lives Matter კამპანიას საკუთარი სოციალური ქსელიდან უერთდება.

Situationist

შორეულ ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს  შეუერთდა ქართული ბრენდი Situationist-ი., "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია". -  წერს ბრენდი საკუთარ ინსტაგრამზე.

ჯეიმი ჰოლმსის ნამუშევარი


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ და მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე და ჩამოთვლილ მოდის სახლებზე, არამედ ხელოვანებზეც იქონია გავლენა. მოკლული ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები - "მუცელი მტკივა", "ვერ ვსუნთქავ, "ყველაფერი მტკივა" "ისინი ჩემს მოკვლას აპირებენ", "კისერი მტკივა" და "გთხოვთ, ვეღარ ვსუნთქავ" -  ხელოვანმა ჯეიმი ჰოლმსმა ამერიკის შეერთებული შტატების ცაზე თვითმფრინავიდან გაუშვა, შემდეგ კი თავის გვერდზე ასეთი განმარტება გააკეთა: „ამ ყველაფრის მიზანია გააერთიანოს ადამიანები და მოუწოდოს, რომ  შეწყვიტონ ამერიკის მოქალაქეებისადმი საშინელი მოპყრობა. ფლოიდის ბოლო სიტყვებით მინდა ვთქვა, რომ ის, რისი მსხვერპლიც ჯორჯი გახდა, ამერიკაში ყოველდღიურად ემართებათ შავკანიან ადამიანებს“.

დეივიდ ლინჩის ამინდის პროგნოზი



უკვე ყველამ ვიცით, რომ დეივიდ ლინჩი საზოგადოების წინაშე თავისი ტრადიციული ამინდის პროგნოზებით დაბრუნდა. 3 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში  ტრადიციული მონოლოგის შემდეგ ლინჩი ოთახიდან გადის, კადრში კი თეთრ ფონზე დაწერილი სიტყვები - “Black Lives Matter”, “Peace”, “Justice”, and “No Fear” ჩნდება, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო კამპანიის მიმართ რეჟისორის მხარდაჭერას გამოხატავს.