მიმდინარე მოვლენების გამო Banksy-იმ თავისი ახალი ანტირასისტული ნამუშევარი გამოაქვეყნა. ნახატზე უცნობი შავკანიანი ადამიანის მემორიალია ასახული, რომლის გვერდით ანთებული სანთელი ამერიკის დროშას ნელ-ნელა წვავს.




ნამუშევარი მან თავის ინსტაგრამის  გვერდზე გამოაქვეყნა და თან  დაურთო: „თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ გავჩუმდებოდი და მოვუსმენდი შავკანიან ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობდნენ, თუმცა მერე გავაანალიზე, რომ ამის გაკეთება სისულელე იქნებოდა, რადგანაც ეს მათი კი არა, ჩვენი - თეთრკანიანების პრობლემაა, - წერს Banksy, - შავკანიანების დისკრიმინაცია თეთრკანიანების სისტემის ბრალია. წარმოიდგინეთ თქვენ ზედა სართულის მეზობელს მილი რომ გაუსკდეს და თქვენთან წყალი ჩამოდიოდეს. ეს ხომ მათი პრობლემაა, მათ უნდა მოაგვარონ. თქვენ ხომ არ შეუვარდებით სახლში. ანალოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენც და ეს პრობლემა თეთრკანიანების მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაცას მოუწევს სახლის კარი შეამტვრიოს და გაფუჭებული მილის პრობლემა თავისით მოაგვაროს“.